წურუნგალა
წურუნგალა — მწვერვალი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე ყორულდაშის (ცხენისწყლის მდგენელი) სათავეში. სიმაღლე 4222 მ. აგებულია ქვედა იურული თიხაფიქლებით. წურუნგალის ქვედა კალთებზე სუბალპური და ალპური მდელოებია, ზედაზე — სუბნივალური და ნივალური ლანდშაფტი. სამხრეთ კალთის ძირას არის ალპინისტური ბანაკი „აილამა“.
წურუნგალა | |
---|---|
კოორდინატები: 42°56′14″ ჩ. გ. 43°11′08″ ა. გ. / 42.93722° ჩ. გ. 43.18556° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 4222 მ |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
ლიტერატურარედაქტირება
- უთმელიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 351.