წიფთაური
წიფთაური — სოფელი საქართველოში, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ახალგორის მუნიციპალიტეტში (ქარჩოხის თემი). მდებარეობს მდინარეების ქსნისა და ჭურთის წყალგამყოფის აღმოსავლეთ კალთაზე, ქსნის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1480 მ, ახალგორიდან 29 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 38 კაცი.
სოფელი | |
---|---|
წიფთაური | |
ქვეყანა | საქართველო |
სპეციალური ერთეული | სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული |
მუნიციპალიტეტი | ახალგორის მუნიციპალიტეტი |
თემი | ქარჩოხა |
კოორდინატები | 42°21′27″ ჩ. გ. 44°28′18″ ა. გ. / 42.35750° ჩ. გ. 44.47167° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1480 მ |
მოსახლეობა | 38 კაცი (2002) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 87 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 334.