წირქვალი
სოფელი საქართველოში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში.
წირქვალი — სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ჭიათურის პლატოზე. თემის ცენტრი (სოფლები: მღვიმევი, ქვედა ჭალოვანი, ხალიფაური). ზღვის დონიდან 720 მეტრი, ჭიათურიდან 10 კილომეტრი. სოფელში არის საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი.
სოფელი | |
---|---|
წირქვალი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
თემი | წირქვალი |
კოორდინატები | 42°20′20″ ჩ. გ. 43°16′42″ ა. გ. / 42.33889° ჩ. გ. 43.27833° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 720 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 963[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 963 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 1385 | 680 | 705 |
2014[1] | 963 | 461 | 502 |
ცნობილი ადამიანები
რედაქტირებასოფელში დაიბადნენ:
- ქართველი ემიგრანტი ჟურნალისტი, რუსთველოლოგი ვიქტორ ნოზაძე.
- ზაქარია გურული – ქართველი სოციალ-დემოკრატების ცნობილი წარმომადგენელი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 332.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II