წითელი ტრიქოლომოფსისი
წითელი ტრიქოლომოფსისი (ლათ. Tricholomopsis rutilans) — ტრიქოლომოფსისის გვარის სოკო ტრიქოლომასებრთა ოჯახისა.
წითელი ტრიქოლომოფსისი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Tricholomopsis rutilans (Schaeff.) Singer, 1939 | |||||||||||||||
|
დაბალი ხარისხის საჭმელი სოკოა. გავრცელების არეალი მოიცავს ავსტრალიას, აზიას, ჩრდილოეთ აფრიკას, ცენტრალურ ამერიკას, ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას.
სოკო პირველად აღწერა გერმანელმა ბოტანიკოსმა და მიკოლოგმა იაკობ კრისტიან შეფერმა 1774 წელს როგორც Agaricus rutilans. მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიანიჭა როლფ ზინგერმა 1939 წელს.
სამეცნიერო სინონიმები:
აღწერა
რედაქტირებაქუდის დიამეტრი 5-15 სმ, ამოზნექილი, შემდგომში ბრტყელი, მოყვითალო-ნარინჯისფერი, მშრალი, ხავერდოვანი. ზედაპირი დაფარულია მცირე ზომის მოწითალო-ყავისფერი ბოჭკოვანი ქერცლებით.
რბილობი ღია ყვითელია, ქუდის რბილობი მკვრივი, სქელი, ფეხზე ბოჭკოვანია, მსუბუქი ან მწარე გემოთი, ახასიათებს მომჟავო ან დამპალი ხის სუნი.
ჰიმენოფორი ფირფიტებიანი, ფრიფიტები ვიწროდ შეზრდილი, მოყვითალო ან ღია ყვითელი. დაკლაკნილი.
ფეხის სიგრძე — 4-10 სმ, 1-2,5, თანაბარია, ხშირად მოხრილი (თუ სოკო ვერტიკალურ ზედაპირზე იზრდება), ძირში გამსხვილებული. ქუდისფერია, ბოჭკოვანი ზედაპირით.[1]
სპორების ფხვნილი თეთრი, სპორები 6,5×5 მკმ, განიერელიფსისებური ან მომრგვალებული.
გავრცელება და ეკოლოგია
რედაქტირებასაპროტროფია. იზრდება ჯგუფებად წიწვოვან ტყეებში, როგორც წესი ფიჭვნარში, დამპალ ხეებზე და მათთან ახლოს. გავრცელების არეალი — ავსტრალია, აზია, ჩრდილოეთ აფრიკა, ცენტრალური ამერიკა, ჩრდილოეთ ამერიკა და ევროპა.
სეზონი: ივლისიდან ოქტომბრის ბოლომდე, მასიურად — ივლისის მეორე ნახევარი და აგვისტოს შუა პერიოდი, ფაქტობრივად მთლიანი სექტემბერი.
მსგავსი სახეობები
რედაქტირებაკვებითი ღირებულება
რედაქტირებადაბალი ხარისხის პირობითად საჭმელ სოკოდ ითვლება.[2] როგორც წესი, საჭმელად ვარგისია ახალგაზრდა ეგზემპლარები, ხოლო შედარებით მომწიფებული ეგზემპლარები მწარე გემოთი ხასიათდება. ასევე შესაძლებელია მისი ძმართან ერთად დაკონსერვება. გასაშრობად არ გამოიყენება.
გალერეა
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Вавриш П.О., Горовой Л.Ф. (1993). Грибы в лесу и на столе. К.: „Урожай“. ISBN 5-337-00728-9.
- Лессо Т. Грибы, определитель / пер. с англ. Л. В. Гарибовой, С. Н. Лекомцевой. — М.: «Астрель», «„АСТ“, 2003. — С. 66. — ISBN 5-17-020333-0.
- Уду Ж. Грибы. Энциклопедия = Le grand livre des Champignons / пер. с фр. — М.: „Астрель“, „АСТ“, 2003. — С. 170. — ISBN 5-271-05827-1.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „წითელი ტრიქოლომოფსისი“ ვიკისაწყობში.
- წითელი ტრიქოლომოფსისი MycoBank-ზე (ინგლისური)
- წითელი ტრიქოლომოფსისი Index Fungorum-ზე (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 97, ISBN 99940-856-1-1.
- ↑ Phillips, Roger (2010). Mushrooms and Other Fungi of North America. Buffalo, NY: Firefly Books. ISBN 978-1-55407-651-2.