წითელი მგელი
წითელი მგელი (ლათ. Cuon alpinus), მტაცებელი ძუძუმწოვარი ძაღლისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 76-103 სმ, მასა 14-21 კგ. ქვედა ყბაზე მესამე ძირითადი კბილი არ აქვს. საერთო შეფერილობა ჟანგისფერ-წითელია, მუცელი კი უფრო ღია ფერისაა. გავრცელებულია ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში, ინდოჩინურ მალაკის ნახევარკუნძულისა, კუნძულ სუმატრისა და იავის ჩათვლით. ყოფილ სსრკ-ში — შორეული აღმოსავლეთის მთებში, დასავლეთ საიანებზე, შუა აზიაში. ბინადრობს მთებში ალპურ ზონამდე. ყველგან საკმაოდ იშვიათია. აქტიურია უმთავრესად ღამით. ნადირობს ირემზე, ცხვარზე, თხასა და შველზე. მაკეობის ხანგრძლივობა 62-64 დღე გრძელდება. შობს 5-9 ლეკვს.
წითელი მგელი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
წითელი მგელი (Cuon alpinus) | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Cuon alpinus | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
საფრთხეში მყოფი IUCN 3.1 Endangered : 5953 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 318.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Dhole Home Page დაარქივებული 2005-04-03 საიტზე Wayback Machine.
- Dhole info დაარქივებული 2006-10-05 საიტზე Wayback Machine.
- Dhole facts and pictures დაარქივებული 2008-06-09 საიტზე Wayback Machine.
- ICUN threatened species- Dhole დაარქივებული 2006-06-16 საიტზე Wayback Machine.
- mapping the dhole in south east asia დაარქივებული 2011-06-12 საიტზე Wayback Machine.
- animal diversity - dhole
- არქივი - images and movies of the dhole დაარქივებული 2006-03-13 საიტზე Wayback Machine.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: