რომან ძნელაძე
რომან მიხეილის ძე ძნელაძე (დ. 12 აპრილი, 1933, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 11 აპრილი, 1966, თერჯოლა, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე. 1956 წლის მელბურნის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1956).სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი( 1952), საქართველოს ჩემპიონი (1952).[1]
პირადი ინფორმაცია | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
დაბ. სახელი | რომან ძნელაძე | ||||||||
სრული სახელი | რომან მიხეილის ძე ძნელაძე | ||||||||
ეროვნება | ქართველი | ||||||||
დაბ. თარიღი | 1 სექტემბერი, 1933 | ||||||||
დაბ. ადგილი | თბილისი | ||||||||
გარდ. თარიღი | 1966, 11 აპრილი (32 წლის) | ||||||||
გარდ. ადგილი | თერჯოლა | ||||||||
სიმაღლე | 178 სმ | ||||||||
წონა | 62 კგ | ||||||||
სპორტი | |||||||||
ქვეყანა | სსრკ | ||||||||
სპორტი | ჭიდაობა | ||||||||
სახეობა | ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ||||||||
კლუბი | დინამო თბილისი | ||||||||
ჯილდოები | მედალი „შრომითი წარჩინებისათვის“ და სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი | ||||||||
|
ბიოგრაფია
რედაქტირებაჭიდაობით 1948 წელს დაკავდა მწვრთნელ ნ. გ. აკოფავასთან. პირველი წარმატება მოიპოვა 1952 წელს, როდესაც საქართველოს ჩემპიონატი მოიგო. ამავე წელს სსრ კავშირის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა.
1956 წელს მოიგო საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადა — შეჯიბრება, რომელსაც სსრ კავშირის ჩემპიონატის სტატუსი ჰქონდა, რა დროსაც, ფინალურ ორთაბრძოლაში დაამარცხა 1952 წლის ოლიმპიური ჩემპიონი იაკობ პუნკინი და მოხვდა ოლიმპიურ გუნდში.
1956 წლის 1 სექტემბერს სპორტის განვითარების საქმეში აქტიური მონაწილეობისა და სსრ კავშირის 1956 წლის ხალხთა სპარტაკიადაზე მაღალი სპორტული მიღწევებისათვის დაჯილდოვდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.[2]
1956 წლის მელბურნის ოლიმპიურ თამაშებზე იბრძოდა 62 კგ-მდე წონით კატეგორიაში. გამარჯვებული განისაზღვრა საჯარიმო ქულების მინიმალური რაოდენობით: სუფთა მოგებისათვის (ტუშე) საჯარიმო ქულები არ დაირიცხა, მსაჯების გადაწყვეტილებით გამარჯვებისთვის ერთი საჯარიმო ქულის დარიცხვა მოხდა; ნებისმიერი დამარცხებისათვის დაირიცხა 3 საჯარიმო ქულა. სპორტსმენი, რომელიც 5 საჯარიმო ქულას დააგროვებდა, ტოვებდა ტურნირს. ძნელაძე დაჯილდოვდა ბრინჯაოს მედალით.
მიღებული აქვს მედალი შრომითი წარჩინებისათვის.
დაიღუპა ავტოკატასტროფაში, აგრეთვე მოჭიდავე ავთანდილ ქორიძესთან ერთად. დარჩა მეუღლე, ნელი ძნელაძე რომელთანაც 9 წელი გაატარა და ჰყავდა ორი შვილი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- რომან ძნელაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- რომან ძნელაძე — ბიოგრაფიული ლექსიკონი
- რომან ძნელაძე — ქართული სპორტი
- რომან ძნელაძე — საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
- რომან ძნელაძე — მემატიანე
- რომან ძნელაძე — Sports Reference
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მელბურნი 1956 — საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება // „ლელო“, 05 სექტემბერი, 1956, № 73 (983), გვ. 1.