სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქორიძე.

ავთანდილ გიორგის ძე ქორიძე (დ. 15 აპრილი, 1935, თბილისი, — გ. 12 აპრილი, 1966, თერჯოლა) — ქართველი სპორტსმენი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე (67 კგ).[1] საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1960).

ავთანდილ ქორიძე
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი ავთანდილ ქორიძე
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 15 აპრილი, 1935(1935-04-15)
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 12 აპრილი, 1966(1966-04-12) (30 წლის)
გარდ. ადგილი თერჯოლა
სიმაღლე 167 სმ
წონა 67 კგ
სპორტი
ქვეყანა სსრკ
სახეობა ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
მწვრთნელი პეტრე იორდანიშვილი
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი და სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1960 წელს. ჭიდაობა დაიწყო 1949 წლიდან.[2] სსრკ-ის ჩემპიონატზე მისი დებიუტი შედგა 1954 წელს, სადაც მე-7 ადგილი დაიკავა. ავთანდილ ქორიძე იყო რომის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1960),[3] მსოფლიოს ჩემპიონი (1961), სსრკ-ის ჩემპიონატის ორგზის მეორე (1957,1960) და მესამე (1958) პრიზიორი, ადრიატიკის თასის მფლობელი (1959), საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი. მწვრთნელი — პეტრე იორდანიშვილი. გამოირჩეოდა დახვეწილი ტექნიკით. 1966 წლის 12 აპრილს დაიღუპა ავტოკატასტროფაში თერჯოლის სიახლოვეს ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორ რომან ძნელაძესთან ერთად. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით, „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.

ძირითადი შედეგები

რედაქტირება
დისციპლინა ადგილმდებარეობა ტურნირი წონითი კატეგორია ადგილი
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
 
იოკოჰამა, იაპონია
მსოფლიო ჩემპიონატი 1961 -67 კგ  
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
 
რომი, იტალია
ზაფხულის XVII ოლიმპიური თამაშები 1960 -67 კგ  

ლიტერატურა

რედაქტირება

პერიოდიკა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება