ძეგლევი (ნასოფლარი)

ძეგლევი — ნასოფლარი ონის მუნიციპალიტეტში, რაჭა. მდებარეობს რიონის მარჯვენა მხარეს, ორბის მთის კალთაზე. აღმოსავლეთიდან ესაზღვრება სოფელი ფარავნეში, სამხრეთიდან სოფელი ნაკიეთი. ზ. დ. 1300 მ. ონიდან 10 კმ.

ნასოფლარი
ძეგლევი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ონის მუნიციპალიტეტი
თემი უწერა
კოორდინატები 42°38′32″ ჩ. გ. 43°28′28″ ა. გ. / 42.64222° ჩ. გ. 43.47444° ა. გ. / 42.64222; 43.47444
პირველი ხსენება XVIII საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 1300
მოსახლეობა 53 კაცი (1970)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100%
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ძეგლევი (ნასოფლარი) — საქართველო
ძეგლევი (ნასოფლარი)
ძეგლევი (ნასოფლარი) — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ძეგლევი (ნასოფლარი)

წყაროებში იხსენიება XVIII საუკუნიდან. ვახუშტი ბატონიშვილი მის შესახებ წერს:

 
„ონის პირისპირ, რიონის ჩდილოთ, მთის კალთასა შინა, მაღლა, არს დაბა ძეგლევი. აქა ეკლესიასა შინა არს ზეთი ჭიქითა და მდუღარებს მარადის და, რაოდენ იღებენ, არ აკლს ჭიქასა მას.“

სოფელში შემაღლებული ტყის პირას იდგა წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესია, რომელიც XIX საუკუნის ბოლოს ჩამოიქცა სიძველით, 2013 წელს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი[1]. მის ადგილზე 1895 წელს ააგეს ხის საყდარი. ძველი ტაძრის და გალავნის ნაშთები დღესაც კარგად ჩანს. ძეგლევი წინა საუკუნეებში ამზადებდა მირონს რაჭის ეკლესიებისთვის. წმინდა გიორგის ეკლესიის ზემოთ 200-მდე მეტრში, იყო ღვთისმშობლის სალოცავი, სადაც რაიმე შენობის კვალი არ ჩანს. 2002 და 2014 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებში სოფელი არ მოიხსენიება[2].

დემოგრაფია

რედაქტირება
წელი 1840 1873 1886 1906 1926 1939 1970
კომლი 59 31 44 43 49
სული 431 280 453 499 286 313 56

ძეგლევში ცხოვრობდნენ შემდეგი გვარის წარმომადგენლები: აბაიშვილი, აბესალაშვილი, ავზნარაძე, ბერიშვილი, ბენდელიანი, კახეთელიძე, კეკენაძე, კერესელიძე, კოკონაშვილი, ლოლასპიშვილი, მაგრაქველიძე, მოსიძე, პატოტიშვილი, ტოგონიძე, ქაფიანიძე, ქებაძე, შოშაშვილი, ჩალაძე, ჩუმაშვილი, ხიდეშელი, ხუციშვილი, ჯაფარიძე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გობეჯიშვილი ვ., ჩემი თვალით დანახული რაჭა, თბ., 2017, გვ. 558-560

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება