დინგვარსკვლავა

(გადამისამართდა გვერდიდან ცხვირვარსკვლავა)

დინგვარსკვლავა, ცხვირვარსკვლავა (ლათ. Condylura cristata) — მწერიჭამია ძუძუმწოვარი თხუნელასებრთა ოჯახისა. გარე იერით ჩვეულებრივ თხუნელას წააგავს. მისი სხეულის სიგრძეა 100–127 სმ, კუდისა — 55–85 სმ, მასა — 40–85 . წინა თათები უფრო სუსტია, ვიდრე დანარჩენი თხუნელებისა. დინგის ბოლოში შიშველი ოვალური დისკო აქვს კანის ფოჩებიანი კიდეებით, რაც მრავალქიმიან ვარსკვლავს წააგავს. ბეწვი შეფერილია მუქ ყავისფრად ან შავად. გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში (სამხრეთ-აღმოსავლეთ კანადასა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აშშ-ში). ახასიათებს მიწისქვეშა ცხოვრების ნირი. ბინადრობს მდელოებში, ბოსტნებში, ბაღებში, რბილ და თხრისთვის ხელსაყრელ ტყის პირებში. იკვებება ჭიებითა და მიწის მწერებით. შობს 2–7 ნაშიერს, წელიწადში ერთხელ.

დინგვარსკვლავა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Condylura cristata (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 41458

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება