წითელი ტელეფონი
(გადამისამართდა გვერდიდან ცხელი ხაზი ვაშინგტონი-მოსკოვი)
წითელი ტელეფონი ან ცხელი ხაზი ვაშინგტონი-მოსკოვი — პირდაპირი კავშირის ხაზი აშშ-ს პრეზიდენტსა და სსრკ-ის ხელმძღვანელობას შორის. შეიქმნა 1963 წელს, კარიბის კრიზისის დროს, მას შემდეგ, რაც ვითარება უკიდურესად დაიძაბა ცივი ომის ორ უდიდეს დაპირისპირებულ ქვეყანას აშშ-სა და სსრკ-ს შორის. კარიბის კრიზისის პერიოდში ამერიკელებს დასჭირდათ მთელი 12 საათი, რათა გაეშიფრათ 3 000 სიტყვისაგან შედგენილი ნიკიტა ხრუშჩოვის გზავნილი ჯონ კენედისადმი. ამასთან დაკავშირებით 1963 წლის 20 ივნისს ჟენევაში, ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის ძალითაც დამყარდა პირდაპირი სატელეფონო კავშირი ორი ქვეყნის მეთაურებს შორის.
გამოყენების ცნობილი შემთხვევები
რედაქტირება- 5 ივნისი, 1967 — ექვსდღიანი ომის პირველი დღე. გაიგზავნა 20 შეტყობინება.
- 1971 — პაკისტანსა და ინდოეთს შორის დაძაბულობის ესკალაციის დროს.
- 1979 — ავღანეთში საბჭოთა კავშირის შეჭრის პერიოდში.