ცუგის ტბა (გერმ. Zugersee) — ტბა ცენტრალურ შვეიცარიაში, ალპების ჩრდილოეთ მთისწინეთში, ცუგის, შვიცისა და ლუცერნის კანტონების ტერიტორიაზე. მოქცეუილია ძველმყინვარულ ქვაბულში, ზღვის დონიდან 413 მ სიმაღლეზე. ფართობი 38 კმ², მაქსიმალური სიღრმე 197 მ. ჩრდილოეთი ნაპირები დაბალია, სამხრეთ-დასავლეთი მონაკვეთი — ამაღლებული, სადაც იჭრება რიგის მთის ფერდობები. სანაპიროს სიახლოვეს გადის 3 რკინიგზის ხაზი. მდიდარია თევზით, მათ შორის მოიპოვება კალმახის ენდემური ფორმა. ნაპირებზე გაშენებულია ქალაქი ცუგი. არის კურორტები, განვითარებულია ტურიზმი. სანაოსნოა. 1852 წელს ტბაზე პირველად გაუშვეს გემი. ტბაზე გაედინება მდინარე ლორცე.

ცუგის ტბა
ცუგის ტბა
ცუგის ტბა
კოორდინატები: 47°07′ ჩ. გ. 8°29′ ა. გ. / 47.117° ჩ. გ. 8.483° ა. გ. / 47.117; 8.483
მდებარეობა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
სიმაღლე ზღვის დონიდან 413 
სიგრძე 13.8 კმ
სიგანე 4.7 კმ
ფართობი 38 კმ²
მოცულობა 3,18 კმ³
საშუალო სიღრმე 83.2 
მაქსიმალური სიღრმე 197 
აუზის ფართობი 246 კმ²
ცუგის ტბა — შვეიცარია
ცუგის ტბა

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება