ცუგი (გერმ. Zug) — კანტონი შვეიცარიაში. მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში. დედაქალაქია ცუგი. მისი ფართობი 239 კმ²-ს შეადგენს, რა მხრივაც ის შვეიცარიის ერთ-ერთი ყველაზე პატარა კანტონია. არ იყოფა რაიონებად.

კანტონი
ცუგის კანტონი
Kanton Zug
დროშა გერბი

ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
ადმ. ცენტრი Zug
შიდა დაყოფა Baar, Cham, Hünenberg, Menzingen, Neuheim, Oberägeri, Risch, Steinhausen, Unterägeri, Walchwil და Zug
კოორდინატები 47°09′53″ ჩ. გ. 8°32′53″ ა. გ. / 47.16472° ჩ. გ. 8.54806° ა. გ. / 47.16472; 8.54806
დაარსდა 1352
ფართობი 238,69 კმ²
ოფიციალური ენა გერმანული ენა
სალაპარაკო ენები გერმანული
მოსახლეობა 113 597 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 480 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
საავტომობილო კოდი ZG
ოფიციალური საიტი zg.ch

კანტონის ადრეული ისტორია პრაქტიკულად მის დედაქალაქ ცუგთანაა დაკავშირებული. შვეიცარიის კონფედერაციის შემადგენლობაში 1352 წელს შევიდა.

ცუგის კანტონის მიწების უდიდესი ნაწილი პროდუქტიულად მიიჩნევა. მდებარეობს ბორცვიან პლატოზე. ფართობის საკმაოდ დიდ ნაწილს იკავებს ცუგისა და აგერის ტბები. უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 1 205 მეტრითაა დაცილებული.

2011 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 113 597 ადამიანს შეადგენს და მათი უდიდესი ნაწილი გერმანულენოვანია; 62% კათოლიკეა, 18% პროტესტანტი.[1]

მრავალი კომპანიას კანტონის დედაქალაქ ცუგში მხოლოდ სათავო ოფისი აქვს განთავსებული, რაც იმითაა განპირობებული, რომ ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადებია მთელს შვეიცარიაში. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ვაჭრობას. ეკონომიკურ არეალებში მრავლადაა საშუალო და მცირე ბიზნესი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Federal Department of Statistics. (2004)Wohnbevölkerung nach Religion (Interactive Map). ციტირების თარიღი: 2009-01-15.