ცენტრალური შვეიცარია
ცენტრალური შვეიცარია (გერმ. Zentralschweiz) — ალპების მთისწინეთში მდებარე რეგიონი — ქვეყნის გეოგრაფიული ცენტრი და ისტორიული ტერიტორია. მის ფარგლებში მოქცეულია შვეიცარიის 6 კანტონი: ური, შვიცი, ობვალდენი, ნიდვალდენი, ლუცერნი და ცუგი. ცენტრალური შვეიცარია ვრცელდება ალპების ჩრდილოეთით. ცენტრი ქალაქი ლუცერნი. წარმოადგენს შვეიცარიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რეგიონს.
ცენტრალური შვეიცარია Zentralschweiz | |
ქვეყანა | შვეიცარია |
---|---|
შიდა დაყოფა | ლუცერნის კანტონი, ურის კანტონი, შვიცის კანტონი, ობვალდენის კანტონი, ნიდვალდენის კანტონი და ცუგის კანტონი |
კოორდინატები | 47°00′00″ ჩ. გ. 8°30′00″ ა. გ. / 47.00000° ჩ. გ. 8.50000° ა. გ. |
ფართობი | 4483.3[1] კმ² |
მოსახლეობა | 718,400[2] კაცი (2007) |
სიმჭიდროვე | 160 კაცი/კმ² |
ოფიციალური საიტი | centralswitzerland.ch |