ცინჰუას ეროვნული უნივერსიტეტი

ცინჰუას ეროვნული უნივერსიტეტი ― საჯარო კვლევითი დაწესებულება სინჩჟუში, ტაივანში.

დაფუძნდა 1911
ტიპი სახელმწიფო უნივერსიტეტი
სტუდენტი 16 647[1]
მისამართი 30013新竹市東區光復路二段101號, 101, Section 2, Guangfu Road, East District, Hsinchu City 30013 და [300]新竹市東區光復路二段101號[2]
ქვეყანა ტაივანი
კავშირები LIGO Scientific Collaboration, University System of Taiwan და Open Education Global[3]
ცინჰუას ეროვნული უნივერსიტეტი — ტაივანი
ცინჰუას ეროვნული უნივერსიტეტი
https://www.nthu.edu.tw/ და https://nthu-en.site.nthu.edu.tw/

ცინჰუას ეროვნული უნივერსიტეტი ერთ-ერთია ტაივანის 6 ეროვნულ კვლევით უნივერსიტეტს შორის. უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგში იგი ტაივანის სამ საუკეთესო უნივერსიტეტს შორისაა. Quacquarelli Symonds-ის 2022 წლის უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგის მიხედვით ცინჰუას ეროვნული უნივერსიტეტი მსოფლიოს 200 და აზიის 50 საუკეთესო უნივერსიტეტს შორისაა.

ცინჰუას ეროვნული უნივერსიტეტი ტაივანის მოწინავე კვლევითი და ინოვაციური კლასტერის ნაწილია. უნივერსიტეტს 12 კოლეჯი/სკოლა, 26 დეპარტამენტი და 31 სადოქტორო ინსტიტუტი აქვს. ცინჰუას ეროვნული უნივერსიტეტის ბირთვული მეცნიერებების კოლეჯი ერთადერთი საგანმანათლებლო და კვლევითი ინსტიტუტია ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ტაივანში ბირთვული ენერგიის კვლევაზეა ფოკუსირებული.[4]

ცინჰუას ეროვნული უნივერსიტეტის ცნობილ კურსდამთავრებულებს შორის არიან: ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიკაში: ლი ჩჟენდაო და იან ჯენ-ნინი, ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიაში ლი იუანჩჟე და სხვ.

 
ცინჰუას ეროვნული უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტი

ბოლო წლებში ცინჰუას ეროვნულ უნივერსიტეტს ახლო ურთიერთობები აქვს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ცინჰუას უნივერსიტეტთან. ტაივანის უნივერსიტეტებს შორის ცინჰუას ეროვნულ უნივერსიტეტს კონტინენტური ჩინეთის უნივერსიტეტებთან ყველაზე მჭიდრო ურთიერთობები აქვს აკადემიური კვლევებისა და პროექტების მხრივ.[5]

უნივერსიტეტს ამჟამინდელი სახელი 1928 წელს ეწოდა. 1937 წელს ცინჰუას ეროვნული უნივერსიტეტი, პეკინის უნივერსიტეტი და ნანკაის უნივერსიტეტი გაერთიანდა და ჩანშის დროებითი უნივერსიტეტი შეიქმნა ჩანშაში, ხოლო მოგვიანებით სამხრეთ-დასავლეთის ეროვნული ასოცირებული უნივერსიტეტი ― კუნმინში. სინო-იაპონური ომის დროს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ 350 000 წიგნიდან 200 000 ტომი დაკარგა.[6]

სტრუქტურა

რედაქტირება

ცინჰუას ეროვნული უნივერსიტეტის მეცნიერების კოლეჯი მოიცავს: მეცნიერების დისციპლინათშორის პროგრამას, ფიზიკის, მათემატიკისა და ქიმიის დეპარტამენტებს, სტატისტიკის, ასტრონომიისა და გამოთვლითი და მოდელირების მეცნიერების ინსტიტუტებს. ინჟინერიის სკოლაში ქიმიური ინჟინერიის, მასალათმცოდნეობისა და ინჟინერიის, ელექტრომექანიკური ინჟინერიის, სამრეწველო ინჟინერიისა და საინჟინრო მენეჯმენტის დეპარტამენტები, ნანოინჟინერიისა და მიკროსისტემების, ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინსტიტუტები, ინჟინერიის დისციპლინათშორისი პროგრამა, საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა, მოლეკულური ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამა, მოწინავე ენერგიის სამაგისტრო პროგრამა ფუნქციონირებს.

ცინჰუას ეროვნული უნივერსიტეტის ელექტროინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერების კოლეჯში შექმნილია ელექტროინჟნერიისა და კომპიუტერული მეცნიერების დეპარტამენტები, ელექტროინჟინერიის, კომუნიკაციების ინჟინერიის, ფოტონიკის ტექნოლოგისების, საინფორმაციო სისტემებისა და აპლიკაციების, საინფორმაციო უსაფრთხოების ინსტიტუტები. მოქმედებს ელექტროინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერების დისციპლინათშორისი პროგრამა.

 
ცინჰუას ეროვნული უნივერსიტეტის ელექტრონიჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერების კოლეჯი

სიცოცხლის მეცნიერებათა და მედიცინის კოლეჯი მოიცავს: ცინგჰუას მედიცინის სკოლას, სიცოცხლის მეცნიერებების დისციპლინათშორის პროგრამას, სიცოცხლის მეცნიერებებისა და სამედიცინო მეცნიერებების დეპარტაემნტებს, სისტემური ნეირომეცნიერების, ბიოტექნოლოგიის, მოლეკულური მედიცინის, მოლეკულური და უჯრედული ბიოლოგიის, ბიოინფორმატიკისა და სტრუქტურული ბიოლოგიის ინსტიტუტებს.

ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა კოლეჯი მოიცავს: ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებთა დისციპლინათშორის პროგრამას, ჩინური ლიტერატურის დეპარტამენტს, უცხო ენებისა და ლიტერატურის დეპარტამენტს, ანთროპოლოგიის, ისტორიის, ფილოსოფიის, სოციოლოგიის, ლინგვისტიკის, ტაივანური ლიტერატურის, სინოფონური კვლევების ინსტიტუტებს, ტაივანის კვლევების სადოქტორო პროგრამასა და აზიის კულტურის კვლევების საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამას.

ცინჰუას ეროვნულ უნივერსიტეტში მოქმედებს ბირთვული მეცნიერების კოლეჯიც, რომელიც მოიცავს ბირთვული კვლევების დისციპლინათშორის პროგრამას, ინჟინერიისა და სისტემური მეცნიერებების დეპარტამენტს, ბიოსამედიცინო ინჟინერიისა და გარემოს მეცნიერებათა დეპარტაემენტს, ბირთვული ინჟინერიისა და მეცცნიერების ინსტიტუტს და ანალიტიკურ და გარემოს მეცნიერებათა ინსტიტუტს.

რეიტინგი

რედაქტირება
 
ცინჰუას ეროვნული უნივერსიტეტი

ცინჰუას ეროვნული უნივერსიტეტი ტაივანის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტადაა მიჩნეული. Times Higher Education-ის 2021 წლის რეიტინგში ცინჰუას ეროვნული უნივერსიტეტი მსოფლიოს უნივერსიტეტებს შორის 351-400 პოზიციაზეა.[7] 2021 წლის Quacquarelli Symonds-ის უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგში ცინჰუას ეროვნულ უნივერსიტეტს 168-ე ადგილი უკავია.[8] 2021 წელს აშშ-ის News & World Report-მა ცინჰუას ეროვნული უნივერსიტეტი მსოფლიოს უნივერსიტეტებს შორის 363-ე ადგილზე დაასახელა.[9] უნივერსიტეტების მსოფლიო აკადემიურ რეიტინგში ცინჰუას ეროვნული უნივერსიტეტი 401-500 პოზიციას იკავებს.[10] Quacquarelli Symonds-ის რეიტინგში სფეროების მიხედვით უნივერსიტეტს შემდეგი პოზიციები უკავია: ინჟინერია და ტექნოლოგია ― 84-ე ადგილი, ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები ― 266-ე, სიცოცხლის მეცნიერებები და მედიცინა ― 401-500-ე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ― 101-ე, სოციალური მეცნიერებები და მენეჯმენტი ― 249-ე.[11]

2014 წელს იაპონიის წარმომადგენლობამ ტაივანში ცინჰუას ეროვნული უნივერსიტეტი ტაივანის საუკეთესო შვიდი უნივერსიტეტის სიასი შეიტანა.[12]

ცნობილი კურსდამთავრებულები

რედაქტირება

ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სფეროებში ცინჰუას ეროვნული უნივერსიტეტის ცნობილ კურსდამთავრებულებს შორის არიან: ლიან ციჩაო ― ცნობილი სწავლული, მოაზროვნე და სახელმწიფო მოხელე; ჩენ ინკე ― ლინგვისტი და ისტორიკოსი; ჟაო იუანრენი ― ლინგვისტი; ჩჟუ ცზიცინი ― მწერალი; სია ნაი ― არქეოლოგი; ფენ იულანი ― ფილოსოფოსი და ჩინური ფილოსოფიის ისტორიკოსი, და სხვ.

ცინჰუას ეროვნულ უნივერსიტეტს ცნობილი კურსდამთავრებულები ჰყავს ფიზიკურ მეცნიერებათა და ინჟინერიის სფეროებშიც: იან ჯენ-ნინინობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკაში; ლი ჩჟენდაონობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკაში; ლი იუანჩჟნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიაში; ტაიფუნ ლი ― დედამიწის მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი; ში ვეი ― ჰონგ-კონგის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, და სხვ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება