იანგ ჭენ-ნინგი
იანგ ჭენ-ნინგი (ჩინ.: 楊振寧; დ. 1 ოქტომბერი,[16] 1922) — ჩინელი თეორიული ფიზიკოსი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სტატისტიკურ მექანიკაში, ინტეგრირებად სისტემებში, კონდენსირებული გარემოს ფიზიკასა და სხვა. 1957 წელს ჩინელ-ამერიკელ ფიზიკოსთან, ძუნდაო ლისთან ერთად მიიღო ნობელის პრემია ფიზიკის დარგში.[17]
ბიოგრაფია
რედაქტირებაჩინელი ფიზიკოსი იანგ ჭენ-ნინგი 1922 წლის 1 ოქტომბერს დაიბადა ანხოის პროვინციის უდიდეს ქალაქში, ჰეფეიში. მამამისი კო ჩუან იანგი (楊克純; 1896-1973) იყო მათემატიკოსი, ხოლო დედამისი, მენგ ლო იანგი (羅孟華) დიასახლისი. ელემენტარული და საშუალო სკოლის განათლება მიიღო პეკინში. 1937 წლის შემოდგომაზე, იაპონელების ჩინეთში შეჭრის შემდეგ, ჯენ-ნინი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ჰეფეიში. 1938 წელს გადავიდნენ კუნმინში, სადაც მდებარეობდა სამხრეთ-დასავლეთის ასოცირებული უნივერსიტეტი (ლიანდა). ამავე წელს, ჯენ-ნინმა ჩააბარა მისაღები გამოცდები და სწავლა დაიწყო ლიანდაში. 1942 წელს მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი.[18] შემდეგი ორი წლის განმავლობაში მუშაობდა სტატისტიკურ მექანიკაზე. 1944 წელს წინგუას უნივერსიტეტისგან მიიღო მაგისტრის ხარისხი.
1946 წლიდან ედუარდ ტელერთან (1908-2003) ერთად სწავლობდა ჩიკაგოს უნივერსიტეტში, სადაც 1948 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი. იგი ჩიკაგოს უნივესიტეტში, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ენრიკო ფერმის ასისტენტად მუშაობდა. 1949 წელს, პრინსტონის ინსტიტუტმა მიიწვია კვლევების ჩასატარებლად, სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ძუნდაო ლისთან ერთად მუშაობა. 1952 წელს გახდა ინსტიტუტის მუდმივი წევრი, ხოლო 1955 წელს პროფესორი. 1963 წელს, პრინსტონის უნივერისტეტმა გამოაქვეყნა ჯენ-ნინის ელემენტარულ ნაწილაკებთან დაკავშირებული სამეცნიერო ნაშრომი. 1965 წელს სამუშაოდ გადავიდა სტონი ბრუკის უნივერსიტეტში, სადაც გახდა ახლად დაფუძნებული თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის პირველი დირექტორი. დღეს ეს ინსტიტუტი ცნობილია იანგ ჭენ-ნინგის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის სახელწოდებით.
1999 წელს გავიდა პენსიაზე და მიიღო ემერიტუს პროფესორის წოდება. 2010 წელს სტოუნი ბრუკის უნივერსიტეტმა, ჯენ-ნინის თავისი სამეცნიერო წვლილისთვის პატივი მიაგო და უნივერსიტეტის ახალ საერთო საცხოვრებელს მისი სახელი უწოდა.[19]
არის რამდენიმე სამეცნიერო საზოგადოების წევრი, მათ შორისაა: ამერიკული ფიზიკური საზოგადოება, მეცნიერების ჩინური აკადემია, სინიკას აკადემია, მეცნიერების რუსული აკადემია და სამეფო საზოგადოება. საპატიო დოქტორის ხარისხი მიღებული აქვს პრინსტონის უნივერსიტეტისგან (1958), მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან, (1992) და ჰონგ კონგის ჩინური უნივერსიტეტისგან (1997).
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Interpretation of Organic Spectra, Wiley, 2011
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://insti.physics.sunysb.edu/~yang/yangbio.pdf
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #133780120 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ “对话”杨振宁、姚期智:我为什么放弃外国国籍? — Xinhua News Agency, 2017.
- ↑ Leidse Hoogleraren
- ↑ INSPIRE-HEP
- ↑ The Nobel Prize in Physics 1957 — Nobel Foundation.
- ↑ Table showing prize amounts — Nobel Foundation, 2019.
- ↑ https://www.amacad.org/rumford-prize-recipients
- ↑ Previous Oskar Klein Memorial Lectures — სტოკჰოლმის უნივერსიტეტი.
- ↑ Lars Onsager Prize — American Physical Society.
- ↑ https://www.aps.org/programs/honors/prizes/onsager.cfm
- ↑ Chen Ning Yang — Franklin Institute.
- ↑ http://www.moe.gov.cn/s78/A22/xwb_left/moe_829/tnull_44386.html — 中华人民共和国教育部.
- ↑ List of Royal Society Fellows 1660-2007 — ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 392.
- ↑ https://www.carnegie.org/awards/great-immigrants/2009-great-immigrants/
- ↑ Bing-An Li, Yuefan Deng. Biography of C.N. Yang. ციტატა: „His birth date was erroneously recorded as September 22, 1922 in his 1945 passport. He has since used this incorrect date on all subsequent official documents.“ ციტირების თარიღი: 2007-09-11.
- ↑ The Nobel Prize in Physics 1957. The Nobel Foundation. ციტირების თარიღი: 2014-11-01
- ↑ Nobel Prize Web site. ციტირების თარიღი: 2014-10-16
- ↑ Exclusive: New Dorm Likely to Honor Nobel Laureate (2010-03-18). ციტირების თარიღი: 2011-05-06