ციმბირული ცისთვალა (ლათ. Scilla siberica) — მრავალწლოვანი ბალახოვანი ბოლქვიანი მცენარე სატაცურისებრთა ოჯახისა. წარსულში მიეკუთვნებოდა Liliaceae-ის ან Hyacinthaceae-ის ოჯახს. ეფემერული მცენარეა. იზრდება 10-20 სმ-მდე. როგორც ადგილობრივი მცენარე გავრცელებულია სამხრეთ-დასავლეთ რუსეთში, კავკასიასა და თურქეთში. გვხვდება საქართველოს ტყეებსა და ბუჩქებშიც.
უპირატესობას ანიჭებს ფართოფოთლოვან ტყეებსა და ფხვიერ, არა მჟავა, კარგად დრენირებულ ნიადაგს. ყვავის მარტ-აპრილში. აქტიურად სტუმრობენ მწერები. ნაყოფი — კოლოფია. თესლს აქვს სპეციალური დანამატები, რომელიც ჭიანჭველებს იზიდავს. ღია ლურჯი იშვიათად თეთრი ხაზური ფოთლები სიგრძით 10-15 სმ, ხოლო სიგანით 1-2 სმ-ია. ბოლქვები კვერცხისებრია, რომელთა სიგრძეა 2,5 სმ, სიგანე განიკვეთში 1-2 სმ. ზამთარგამძლეა. XVIII საუკუნიდან ფართოდ გამოიყენება როგორც დეკორატიული მცენარე. სახეობრივი ეპითეტი შეცდომით აქვს მინიჭებული, რამეთუ ციმბირში არ გვხვდება. ციმბირული ცისთვალა გამოიყენება აივნის გასაფორმებლად გაზაფხულზე.