ცილიანშანი, რიხტჰოფენის ქედი — ქედი ჩინეთში, განსუსა და ცინხაის საზღვარზე. წარმოადგენს ნანშანის მთათა სისტემის ჩრდილოეთ შტოს. ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია დაახლოებით 500 კმ-ზე. უმაღლესი წერტილის სიმაღლეა 5808 მ (მთა გუანძეფინი).[1] ქედი ასიმეტრიულია: ჩრდილო კალთის სიგრძეა 40 კმ, მისი შეფარდებითი ამაღლება ხესის კორიდორზე 4500 მ-მდეა; სამხრეთი კალთის სიგრძე 12-15 კმ-ია, ხოლო შეფარდებითი სიმაღლე 2500 მ-მდე. თხემი ვეებერთელაა, მისი საშუალო სიმაღლეა დაახლოებით 5000 მ; უღელტეხილების სიმაღლეა 3500-4500 მ. ჩრდილოეთით გადაჭიმულია გობის უდაბნო. თხემურ ზონაში არის დაახლოებით 770 მყინვარი, რომელთა საერთო ფართობია 325 კმ². გაჭრილია მდინარეების შულეხესა და ხეიხეს გამჭოლი ხეობებით. ცილიანშანის დადაბლებულ ნაწილში, ზღვის დონიდან 3260 მ სიმაღლეზე მდებარეობს დიდი ტბა კუკუნორი. ძირითადად აგებულია ფიქლებით, ქვიშაქვებითა და კირქვებით. დასავლეთ ნაწილში — უდაბნოები და მშრალი სტეპებია, 4000 მ-ის მაღლა — მაღალმთიანი უდაბნოები. აღმოსავლეთ შედარებით ნოტიო ზონაში, მთის მდელოებია; ჩრდილოეთ კალთებზე წიწვოვანი ტყეა. 1860-1870 წლებში ქედი შეისწავლა გერმანელმა გეოგრაფმა ფერდინანდ ფონ რიხტჰოფენმა. 1894 წელს ქედი გამოიკვლია რუსმა გეოლოგმა ვლადიმერ ობრუჩევმა. მანვე უწოდა ქედს ფერდინანდ რიხტჰოფენის სახელი.

ცილიანშანი
ცილიანშანი
ცილიანშანი
კოორდინატები: 39°12′ ჩ. გ. 98°32′ ა. გ. / 39.200° ჩ. გ. 98.533° ა. გ. / 39.200; 98.533
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
უმაღლესი წერტილი გუანძეფინი
სიმაღლე 5808 
ფართობი 709 494 კმ²
სიგრძე 500 კმ
ცილიანშანი — ჩინეთი
ცილიანშანი
სურათები ვიკისაწყობში

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Краткая географическая энциклопедия. Том 3: М., 1962.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება