ცივ-გომბორის აღკვეთილი

ცივ-გომბორის აღკვეთილიაღკვეთილი აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარეში. დაარსდა 2022 წლის 1 იანვარს. ფართობი 4935,8 ჰა. აღკვეთილი დაარსდა საქართველოს „წითელი ნუსხის“ ცხოველთა და მცენარეთა სახეობების დაცვის მიზნით. შედის მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციაში.

ცივ-გომბორის აღვეთილი
IUCN კატეგორია IV (აღკვეთილი)
მდებარეობა კახეთის მხარე, საქართველო
უახლოესი ქალაქი საგარეჯო
ფართობი 4935,8 ჰა
მმართველი ორგანო დაცული ტერიტორიების სააგენტო

ცივ-გომბორის აღკვეთილის ტერიტორიაზე წარმოდგენილია საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული ფლორის ისეთი სახეობები, როგორებიცაა: მაღალმთის მუხა, ჭალის მუხა და უთხოვარი. „ბებერი კლდის“ მიდამოებში წარმოდგენილია მსოფლიოს მასშტაბით უნიკალური ხელუხლებელი მუხნარი უთხოვრის ქვეტყით.

საქართველოს „წითელი ნუსხის“ ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლებიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე ბინადრობს მურა დათვი. იშვიათად გვხვდება კეთილშობილი ირემი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება