ცივწყარო (მთა)
მთა საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში
ცივწყარო ან ცივი წყარო[1] — მთა საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს მუნიციპალიტეტში,[1] არსიანის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარეების – ქვაბლიანისა და ღორჯომისწყლის (აჭარისწყლის მარჯვენა შენაკადი) სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2190 მ. აგებულია ზედაეოცენური ბაზალტებით, ტრაქიტებითა და მათი ტუფებით. მთის ქვემო და შუა კალთები შემოსილია შერეული ტყით (ჭარბობს წიწვიანები), ზემო — სუბალპური მდელოს ბალახეულობით.
ცივწყარო | |
---|---|
კოორდინატები: 41°43′45″ ჩ. გ. 42°25′05″ ა. გ. / 41.72917° ჩ. გ. 42.41806° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ხულოს მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2190 მ |
ქედი | არსიანის ქედი |
ამგებელი ქანები | ბაზალტი, ტრაქიტი და ტუფი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯაყელი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 213.