ცეცხლეკალა (ლათ. Xanthium) — ერთწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა.

ცეცხლეკალა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ლათინური სახელი
Xanthium

25 მ-მდე სახეობა მთელ დედამიწაზეა გავრცელებული. კავკასიაში გვხვდება — 6 სახეობა, საქართველოში — 4. იზრდება მდინარეებისა და თხრილების გასწვრივ, რუდერალურ ადგილებზე, ზღვისპირა სილნარებზე, ბაღ-ვენახებში, დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე.

საკარანტინო სარეველებია. უფრო ცნობილია საკუთრივ ცეცხლეკალა (ლათ. Xanthium spinosum) და ღორის ბირკა ( ლათ. Xanthium strumarium).

ლიტერატურა

რედაქტირება