ღორის ბირკა[1] (ლათ. Xanthium strumarium) — ერთწლიანი ბალახოვანი სარეველა მცენარეა, რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. იზრდება გზისა და ღობის პირებზე, ნაგავსაყრელებსა ყამირ და ნასვენ მიწებში.

ღორის ბირკა
ღორის ბირკა
Xanthium strumarium
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Xanthium strumarium
Xanthium strumarium

30-80 სმ სიმაღლის უსწორმასწოროდ დაფოთლილ, უეკლო მწვანე ღეროს, ზოგჯერ ყავის ფერი გადაჰკრავს. ფოთოლი დიდი, გულისებური, დაძარღვული, კიდეებზე უთანაბროდ დაკბილული, ზედა მხრიდან ყვითლადმწვანე, ქვედა მხრიდან ღია მწვანე, ყვავილი - მოთეთრო,ძაბრისებური, ხშირად ,შეუმჩნეველი, ნაყოფი - მრგვალი და წაგრძელებული, მწიფიბაში - ბასრი ეკლებით გარსშემოკრული. მწიფდება სექტემბერ-ოქტომბერში.

მცენარის ყველა ნაწილი შხამის შემცველია და იყენებენ მედიცინაში. ფოთლებიდან მიიღება ყვითელი საღებავი, ნაყოფისაგან - ზეთოვანი ესენცია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Herbert Weymar, Lehrnt Pflanzen kennen, Leipzig-Radebeul, გვ.945