ცეფუსი[1][2] (ლათ. Cepphus) — ფრინველთა გვარი ალკასებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძეა 32–40 სმ, იწონიან 340–600 -ს. ნისკარტი შავი, სწორი და წვრილია. ზრდასრულების შეფერილობა ზაფხულში შავია, ზამთარში — ჭრელი. ფეხები წითელია. კარგად ფრენენ, ცურავენ და ყვინთავენ; დადიან ცუდად. იკვებებიან წვრილი თევზებითა და ზღვის უხერხემლოებით. ბუდობენ ჯგუფებად, კვერცხს დებენ კლდეების ნაპრალებში, ქვებს შორის. დედალი ჩვეულებრივ დებს 2 კვერცხს. გამოჩეკისას ბარტყები დაფარული არიან ხშირი, რბილი, მუქი ფერის ღინღლით. ბუდეს მთლიანად შებუმბლულები ტოვებენ. ცნობილია 3 სახეობა: ჩვეულებრივი ცეფუსი (С. grylle) ბინადრობს ჩრდილოყინულოვანი ოკეანის და ატლანტისა და წყნარი ოკეანეების ჩრდილეთი ნაწილების სანაპიროებზე; ზოგჯერ, წყნარ ოკეანეში მობინადრე ცეფუსებს ცალკე სახეობად — ბერინგის ცეფუსად (С. columba) გამოყოფენ; სათვალიანი ცეფუსი (С. carbo), რომელსაც თვალის გარშემო თეთრი ლაქა აქვს, გავრცელებულია ოხოტისა და იაპონიის ზღვების სანაპიროებზე. ადგილ-ადგილ გააჩნიათ სარეწაო მნიშვნელობა. გამოიყენება მათი ხორცი და კვერცხი.

ცეფუსი
Tystie1.jpg
ჩვეულებრივი ცეფუსი (Cepphus grylle)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Cepphus (Pallas, 1769)

სახეობებირედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 94, 171, 191, თბ.: გამომც. „მეცნიერება“, 1973.
  2. Чистикრუსულ-ქართული ლექსიკონი // საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
  3. 3.0 3.1 3.2 ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 94, 171.