ცერკოსპორა (ლათ. Cercospora) — უსრული სოკოების ჯგუფის მიკროსკოპულ სოკოთა გვარი. მცენარეთა პარაზიტებია, ზიანი მოაქვთ სოფლის მეურნეობისათვის. იწვევენ ქსოვილთა ნეკროზს, რომელიც ლაქების სახით ჩნდება მცენარის სხვადასხვა ორგანოზე (ფოთლებზე, ღეროზე და სხვ.). მაგალითად, C. beticola იწვევს ჭარხლის ცერკოსპოროზს, ხოლო გარკვეულ პირობებში — შაქრის ჭარხლის ეპიფიტოტიას. სახეობები C. vitis და C. roesleri ვაზის ცერკოსპოროზის გაჩენის მიზეზები ხდებიან, C. cerasella — კურკოვანი კულტურების (ქლიავი, ალუბალი, ატამი და სხვ.), C. concors — კარტოფილის, C. fagopyri — წიწიბურისა და რიგი სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების. პროფილაქტიკისა და ბრძოლის ღონისძიებები: მცენარეთა იმ ნაწილების საგულდაგულო მოშორება, რომლებზეც სოკომ გამოიზამთრა, ცერკოსპორის ზემოქმედებისადმი გამძლე ჯიშების გამოყენება.[1]