ეპიფიტოტია
ეპიფიტოტია (< ეპი... და ბერძ. φυτόν — მცენარე) — მცენარეთა ინფექციური დაავადების გავრცელება მნიშვნელოვან ტერიტორიაზე დროის განსაზღვრულ მონაკვეთში. ეპიფიტოტიის სახით ჩვეულებრივ ჩნდება მცენარეთა ჟანგა და პურეული მარცვლოვნების გუდაფშუტა, კარტოფილის ფიტოფთოროზი, ვაშლის ქეცი და მრავალი სხვა ინფექციური დაავადება. როგორც წესი ეპიფიტოტია ხელსაყრელ პირობებში დაავადების რამდენიმე კერიდან ჩნდება. ფიტოპათოგენური მიკროორგანიზმები ვრცელდებიან რეზერვაციის ადგილებიდან და აავადებენ მცენარეთა დიდ რაოდენობას. ეპიფიტოტია ვითარდება დაავადების გამომწვევის რამდენიმე გენერაციიდან, რომლებიც რამდენიმე ახალ მსხვილ კერას წარმოქმნიან და აფართოებენ დაზიანების ზონას. ეპიფიტოტიის სისწრაფესა და გაჩენის პერიოდულობაზე გავლენას ახდენს დაავადების ტიპი, გამომწვევის თავისებურებები, მასპინძელი მცენარე და გარე ფაქტორები. ბრძოლის ღონისძიებები დამოკიდებულია დაავადების თავისებურებებზე.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Эпифитотия // Большая российская энциклопедия. т. 35. — М., 2017. — стр. 415.