ცეკური
მთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ცეკური — მთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს ეგრისის ქედის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ჯონოულის მარცხენა შენაკადის — ახალოურის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3170 მ. აგებულია ინტენსიურად დანაოჭებული და მკვეთრად მეტამორფული იურული პორფირიტებითა და მათი ტუფებით. შემორჩენილია მეოთხეული გამყინვარების კვალი. დამახასიათებელია სუბალპური და ალპური ლანდშაფტები.
ცეკური | |
---|---|
კოორდინატები: 42°42′23″ ჩ. გ. 42°36′45″ ა. გ. / 42.7064889° ჩ. გ. 42.6125806° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ლენტეხის მუნიციპალიტეტი ცაგერის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3170 მ |
ქედი | ეგრისის ქედი |
ამგებელი ქანები | პორფირიტი და მისი ტუფი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯაყელი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 190.