ჩხიკვი, ჯაფარა (ლათ. Garrulus glandarius) — ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. ფერად მიწითალო-რუხია, ბოლო და „ულვაშები“ შავი აქვს, ქოჩორი — შავლაქებიანი, წელი — თეთრი, ფრთაზე — ლამაზი, შავფხაჭებიანი ცისფერი ლაქა. მისი სხეულის სიგრძე 34 სმ, მასა 160 გ აღწევს. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში, ბინადრობს შერეულ და ფოთლოვან ტყეებში. საქართველოში მობინადრეა. დებს 4–7 (10-მდე) კვერცხს. იკვებება თესლებით, კენკრით, ხილით, რკოთი და მწერებით, რომელთა განადგურებით ერთგვარი სარგებლობა მოაქვს. საკმაოდ კარგად ბაძავს სხვადასხვა ბგერებს.