სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩხერი (მრავალმნიშვნელოვანი).

ჩხერის ციხე, ზარნის ციხე, მელისკარიშუა საუკუნეების ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში, იმერეთში, ახლანდელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხერის ტერიტორიაზე. ციხე მდებარეობს მაღალ, კლდოვან მთაზე. წყაროებში პირველად იხსენიება XVII საუკუნეში. აგებულია XV-XVII საუკუნეებში.

ჩხერის ციხე

ციხესიმაგრე შემორჩენილია ნახევრად დანგრეული სახით, შედგება ზედა და ქვედა ციხეებისგან. ზედა ციხეში არის სხვადასხვა დანიშნულების სათავსები, ქვევრები და წყლის აუზი. 1774 წელს ჩხერის ციხესთან სოლომონ პირველმა და ერეკლე მეორემ ჩხერის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხეს ოსმალები. ჩხერის ციხესთან ასევე გაიმართა 1810 წელს რუსეთის წინააღმდეგ იმერეთის მთავარი ბრძოლა, რომელშიც მეფე სოლომონ II დამარცხდა.

2018 წლის 18 იანვარს ციხესიმაგრეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა[1].

 
ჩხერის ციხე

ჩხერის ციხე ძნელად ასაღები სიმაგრე ყოფილა. ეკუთვნოდა აბაშიძეთა ფეოდალურ საგვარეულოს. 1762 წელს იმერეთის მეფე სოლომონ I-მა აიძულა ჩხერის ციხის პატრონი ნიკოლოზ აბაშიძე, მისთვის მიეყიდა ციხესიმაგრე; ამის შემდეგ ის სამეფო ხელისუფლებას მიეკუთვნებოდა.

ჩხერის ციხის შესახებ ვახუშტი ბატონიშვილი წერს:

 
„ჩხერიმელაზევე, არს სამხრით ჩხერის ციხე, მაგარი და მტერთაგან აუღებელი. ამ ციხისაგან ისახელა მდინარე ესე ჩხერიმელად, ანუ წყლის ჩხერისაგან კლდესა დინებითა.[2]

1774 წელს, როდესაც ვახანელმა აბაშიძეებმა თურქ-ოსმალთა ათასკაციან ამალას იმერეთისაკენ გზა გაუხსნეს, ჩხერის ციხესთან სოლომონ პირველმა და ერეკლე მეორემ ჩხერის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხეს ოსმალები.

1810 წელს, როდესაც სოლომონ მეორის ინიციატივით დაიწყო რუსთა ბატონობის წინააღმდეგ მიმართული იმერეთის აჯანყება, რუსებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს ჩხერის ციხის მეციხოვნეებმა, რის გამოც რუსმა ჯარისკაცებმა გადაწვეს სოფელი ჩხერი. საბოლოოდ რუსეთის იმპერიასთან იმერეთის შეერთების წინა პერიოდში ჩხერის ციხე რუსეთის ჯარმა დაიკავა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება