ვახანი
ვახანი — სოფელი საქართველოში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ზედუბანი, სერბაისი). მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთი განშტოების საბუღრაოს ქედის ჩრდილო–დასავლეთ კალთაზე. მდინარე ვახანისწყლის (ჩხერიმელის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 620 მეტრი. ხარაგაულიდან 18 კილომეტრი. სოფელში არის საჯარო სკოლა და ბაღი.
სოფელი | |||
---|---|---|---|
ვახანი | |||
ქვეყანა |
![]() | ||
მხარე | იმერეთის მხარე | ||
მუნიციპალიტეტი | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი | ||
თემი | ვახანი | ||
კოორდინატები | 41°56′45″ ჩ. გ. 43°19′10″ ა. გ. / 41.94583° ჩ. გ. 43.31944° ა. გ. | ||
ცენტრის სიმაღლე | 620 მ | ||
მოსახლეობა | 381[1] კაცი (2014) | ||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
სატელეფონო კოდი | +995 | ||
|
დემოგრაფიარედაქტირება
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 381 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 594 | 290 | 304 |
2014[1] | 381 | 185 | 196 |
ისტორიული ძეგლებირედაქტირება
სოფელში შემორჩენილია ვახანის ციხე და კოშკი,ასევე რამდენიმე წმ.გიორგის სალოცავი . ციხე სტრატეგიული მნიშვნელობის პუნქტი იყო XVIII საუკუნეში. ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ელაზნაურში, გაფორმდა ტრაქტატი, რომელიც ცნობილია „ელაზნაურის ტრაქტატის“ სახელით. იგი დაიდო იმერეთის მეფე სოლომონ II-სა და რუსეთის იმპერიის გენერალს პავლე ციციანოვს შორის 1804 წელს.
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 335.
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II