ჩუმი ადგილი: დღე პირველი
ჩუმი ადგილი: დღე პირველი (ინგლ. A Quiet Place: Day One — 2024 წლის ამერიკული აპოკალიპტიკური საშინელებათა ფილმი, „ჩუმი ადგილი“-ის ფილმების სერიის მესამე ნაწილი, რომელიც არის წინა ნაწილების პრიქველი და სფინ-ოფი. ფილმში მთავარ როლს ასრულებს ლუპიტა ნიონგ’ო, რომელიც თამაშობს სასიკვდილოდ დაავადებულ ქალს. მოვლენები ვითარდება ნიუ-იორკში, არამიწიერი არსებების შეჭრის პირველ ეტაპებზე. მეორეხარისხოვან როლებში არიან ჯოზეფ ქუინი, ალექს ვულფი და ჯიმონ ჰოუნსოუ, რომელიც იმეორებს თავის როლს „ჩუმი ადგილი: ნაწილი 2“-დან.
„ჩუმი ადგილი: დღე პირველი“ | |
---|---|
ჟანრი | ჰორორი, დრამა, ფანტასტიკა |
რეჟისორი | მაიკლ სარნოსკი |
პროდიუსერი | |
სცენარის ავტორი | |
ეფუძნება | ბრაიან ვუდსისა და სკოტ ბეკის ჩუმი ადგილი |
როლებში | |
მწარმოებელი კომპანია | Platinum Dunes |
დისტრიბუტორი | Paramount Pictures |
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 99 წუთი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 67 მილიონი აშშ დოლარი |
შემოსავალი | 253.7 მილიონი აშშ დოლარი |
წინა | „ჩუმი ადგილი: დღე პირველი“ |
ფილმის შექმნა 2020 წლის ნოემბერში დაიწყო ჯეფ ნიკოლსმა, რომელიც სცენარის ავტორი და რეჟისორი უნდა ყოფილიყო. 2021 წლის ოქტომბრისთვის ნიკოლსს სცენარი მზად ჰქონდა, მიუხედავად ამისა, მან შემოქმედებითი ჯგუფი დატოვა. 2022 წლის იანვარში, მაიკლ სარნოსკიმ დაიკავა რეჟისორისა და სცენარის ავტორის პოსტი, რომელსაც მანამდე ჯონ კრასინსკიმ მიმართა ამ თხოვნით, ვინაიდან კრასინსკი მოხიბლული იყო მისი სარეჟისორო დებიუტით „Pig (2021)“. გადაღება გრძელდებოდა 2023 წლის თებერვლიდან იმავე წლის აპრილამდე ლონდონში, ინგლისში.
„ჩუმი ადგილი: დღე პირველი“-ის პრემიერა გაიმართა ტრაიბეკას ფესტივალზე, 2024 წლის 26 ივნისს, კინოთეატრებში კი 2024 წლის 28 ივნისს აშშ-ში. ფილმმა მიიღო დადებითი შეფასება კრიტიკოსებისგან და მსოფლიოს მასშტაბით 253 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეაგროვა.
სიუჟეტი
რედაქტირებასემი, პესიმისტური, სიმსივნით დაავადებული ქალი, ცხოვრობს ნიუ-იორკში თავის კატასთან, ფროდოსთან ერთად. რუბენი, ექთანი, არწმუნებს სემს, რომ მანჰეტენში თოჯინების თეატრში წავიდეს. ქალაქში ყოფნისას ჯგუფი ცაში დაინახავს მეტეორის მსგვავს ობიექტს, რომლიდანაც მტრულად განწყობილი არამიწიერი არსებები გადმოვლენ. არსებები თავს ესხმიან ბრბოს და გამვლელებს. ამ ქაოსში სემი გონებას დაკარგავს.
მოგვიანებით, სემი იღვიძებს თოჯინების თეატრში ფროდოსთან და სხვა გადარჩენილებთან ერთად. გადარჩენილებს შორისაა ჰენრიც, რომელიც სემს ანიშნებს, რომ ჩუმად იყოს. სამხედრო ვერტმფრენები აფრთხილებენ მოქალაქეებს, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და დახმარებას დაელოდონ. სემი ხედავს თუ როგორ ანადგურებენ მანჰეტენიდან გამავალ ხიდებს, რათა არსებებს კუნძულის დატოვებაში ხელი შეუშალონ. ერთ-ერთი გადარჩენილი პანიკაში ვარდება, და მისი გაჩუმების მცდელობის დროს ჰენრი მას შემთხვევით მოკლავს.
ელექტროენერგია გათიშულია, რის გამოც შენობის გენერატორი ხმაურიანად ჩაირთვება და არსებების ყურადღებას მიიზიდავს. რუბენი გამორთავს გენერატორს, მაგრამ არსების ყურადღებას მიიქცევს და მისი მსხვერპლი გახდება. შეწუხებული სემი ფროდოს წაიყვანს და ჰარლემისკენ წავა. სამხედროები მოსახლეობას გააფრთხილებენ, რომ ნავით აპირებენ მათ ევაკუაციას, ვინაიდან არსებებს ცურვა არ შეუძლიათ. ადამიანთა დიდი ჯგუფი შენობებს დატოვებს და წავა ევაკუაციის წერტილისკენ, მაგრამ ხმაურს გამოიწვევს და არსების ყურადღებას მიიქცევს. სემი საპირისპირო მიმართულებით გაიქცევა და ფროდოს დაშორდება.
ერიკი, ინგლისელი სამართლის სტუდენტი, გარბის დატბორილი მეტროს სადგურიდან და ხვდება ფროდოს, რომელსაც უკან გაჰყვება და სემთან მივა. სემი ეცდება ერიკის დარწმუნებას, რომ საევაკუაციო პუნქტისკენ წავიდეს, მაგრამ ერიკი შოკშია და ამის მაგივრად სემს თავის ბინაში გაჰყვება. იქ ერიკი აღმოაჩენს, რომ სემი აღიარებული პოეტია. მეორე დილით სემი და ერიკი ჰარლემისკენ გაემგზავრებიან, ისინი არსების ყურადღებას მიიქცევენ და დატბორილ მეტროში მოუწევთ თავის შეფარება, სადაც არსება მათი დევნის დროს დაიხრჩობა.
ერიკი და სემი ხედავენ ნავებს მდინარეში, სავსე გადარჩენილებით, რომლებიც გარბიან მანჰეტეიდან. სემი აძლევს ერიკს ქურთუკსა და ფროდოს, შემდეგ კი გარბის არსებების ყურადღების გადასატანად მანქანის შუშების ჩამტვრევით. შედეგად, მანქანის სიგნალიზაცია აქტიურდება, რომელიც იზიდავს არსებებს სანაპირო ზოლიდან. ამასობაში ერიკი და ფროდო წყალში ხტებიან და ჰენრის ნავში აჰყავს. შემდეგ ერიკი პოულობს სემის მიერ დაწერილ წერილს ქურთუკში, რომელიც ეუბნება, რომ ფროდოს მოუაროს და მადლობას უხდის, რომ გაახსენა მას ცხოვრება.
სემი მიდის უკაცრიელ ქუჩაში და უსმენს ნინა სიმონეს „Feeling good“-ს. სემი იღიმება, როდესაც ყურსასმენებს იხსნის, მის უკან ბრმა არსება გამოჩნდება.
როლებში
რედაქტირება- ლუპიტა ნიონგ’ო - სამირა, „სემი“, ყოფილი პოეტი და სიმსივნით დაავადებული პაციენტი.
- ჯოსეგ ქუინი - ერიკი, ინგლისელი სამართლის სტუდენტი.
- ალექს ვულფი - რუბენი, ექთანი.
- ჯიმონ ჰოუნსოუ - ჰერნი, გადარჩენილი.
- ელენ უმაიერი - ზენა, ჰენრის ცოლი.