ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჯონ ბურკ კრასინსკი (ინგლ. John Burke Krasinski[1]; დ. 20 ოქტომბერი, 1979) — ამერიკელი მსახიობი და კინორეჟისორი. ცნობილია ჯიმ ჰალპერტის როლით NBC-ის სიტკომში „ოფისი“ (2005–2013). ასევე იყო „ოფისის“ პროდიუსერი და ზოგჯერ რეჟისორიც კი. ის იყო რეჟისორი, თანაავტორი და მთავარი როლის შემსრულებელი 2018 წლის საშინელებათა ფილმში „ჩუმი ადგილი“, რომლისთვისაც ტაიმმა დაასახელა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის. მას შემდეგ იგი იყო „ჩუმი ადგილი 2“-ის რეჟისორი და სცენარისტი.

ჯონ კრასინსკი

ჯონ კრასინსკი 2022 წელს
მშობლიური სახელი ჯონ ბურკ კრასინსკი (John Burke Krasinski)
დაბადების თარიღი 20 ოქტომბერი, 1979 (1979-10-20) (44 წლის)
ნიუტონი, მასაჩუსეტსი, აშშ
ალმა-მატერი ბრაუნის უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი
რეჟისორი
პროდიუსერი
სცენარისტი
მეუღლე(ები) ემილი ბლანტი

კრასინსკიმ თეატრალური ხელოვნება ბრაუნის უნივერსიტეტში შეისწავლა. მას შესრულებული აქვს როლები ისეთ ფილმებში, როგორიცაა „License to Wed“ (2007), „Leatherheads“ (2008), „Away We Go“ (2009), „It's Complicated“ (2009), „Something Borrowed“ (2011), „Promised Land“ (2012), „ალოჰა“ (2015) და „13 საათი: ბენღაზის საიდუმლო ჯარისკაცები“ (2016). 2018 წლიდან 2023 წლამდე მან შეასრულა მთავარი გმირის როლი Amazon Prime Video-ს სერიალში „ჯეკ რაიანი“, რომელშიც ის აღმასრულებელი პროდიუსერიც იყო.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჯონ ბურკ კრასინსკი დაიბადა 1979 წლის 20 ოქტომბერს, ბოსტონის გარეუბანში, ნიუტონში, მასაჩუსეტსში[2], მერი კლერისა და რონალდ კრასინსკის ოჯახში. [3] [4] დედამისი წარმოშობით ირლანდიელია, მამა კი პოლონელი.

კრასინსკის სასცენო დებიუტი შედგა მეექვსე კლასის სასკოლო სპექტაკლში, მიუზიკლ „Annie“-ში. სატირულ სპექტაკლში მან „ოფისის“ მომავალ სცენარისტთან და მთავარი როლის შემსრულებელთან, ბენჯამინ ნოვაკთან ერთად ითამაშა. კრასინსკიმ და ნოვაკმა ნიუტონის სამხრეთის საშუალო სკოლა 1997 წელს დაამთავრეს.[5][6]

კოლეჯში სწავლის დაწყებამდე კრასინსკი ექვსი თვის განმავლობაში ასწავლიდა ინგლისურ ენას კოსტა-რიკაში. კრასინსკიმ სწავლა ბრაუნის უნივერსიტეტში გააგრძელა, რომელშიც სწავლობდა ინგლისურსა და დრამატურგიას. იქ ყოფნისას დაწერა საპატიო დისერტაცია „Contents Under Pressure“. მან ბრაუნის უნივერსიტეტი 2001 წელს დაამთავრა.

  1. John Krasinski Answers the Web's Most Searched Questions დაარქივებული June 21, 2023, საიტზე Wayback Machine. (WIRED, 2018).
  2. John Krasinski: Biography. TV Guide. ციტირების თარიღი: February 17, 2014
  3. John Krasinski's Vacation of a Lifetime. Parade (August 17, 2013). ციტირების თარიღი: August 12, 2019
  4. Chocano, Carina. (November 1, 2012) Charmed, I'm Sure. ELLE. ციტირების თარიღი: August 12, 2019
  5. Muther, Christopher (December 6, 2005). „Class reunion: Schoolmates from Newton meet again in The Office. The Boston Globe. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 8, 2005. ციტირების თარიღი: July 7, 2012.
  6. South Stage. ციტირების თარიღი: July 7, 2012
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯონ_კრასინსკი“-დან