ჩრდილოეთი ზამბოანგა

ჩრდილოეთი ზამბოანგა (ტაგ: Hilagang Zamboanga; სებ: Amihanang Zamboanga) — პროვინცია ფილიპინებში, ზამბოანგის ნახევარკუნძულის რეგიონში, მინდანაოში. პროვინციის დედაქალაქია დიპოლოგი. პროვინციას სამხრეთიდან სამხრეთი ზამბოანგა და ზამბოანგა-სიბუგაი ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან — აღმოსავლეთი მისამისი, ხოლო დასავლეთიდან — სულუს ზღვა.

ჩრდილოეთი ზამბოანგა
დროშა

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
ადმ. ცენტრი დიპოლოგი
შიდა დაყოფა Dapitan, დიპოლოგი, ლეონ-ბ.-პოსტიგო, ბალიგიანი, გოდოდი, გუტალაკი, ხოსე-დალმანი, კალავიტი, კატიპუნანი (ჩრდილოეთი ზამბოანგა), ლა-ლიბერტადი (ჩრდილოეთი ზამბოანგა), ლაბასონი, ლილოი, მანუკანი (ჩრდილოეთი ზამბოანგა), მუტია (ჩრდილოეთი ზამბოანგა), პინიანი, პოლანკო (ჩრდილოეთი ზამბოანგა), როხასი (ჩრდილოეთი ზამბოანგა), რისალი (ჩრდილოეთი ზამბოანგა), სალუგი, სერხიო-ოსმენია (ჩრდილოეთი ზამბოანგა), სიაიანი (ჩრდილოეთი ზამბოანგა), სიბუკო, სიბუტადი, სინდანგანი, სიოკონი, სირავაი და ტამპილისანი
კოორდინატები 8°08′00″ ჩ. გ. 123°00′00″ ა. გ. / 8.13333333° ჩ. გ. 123.00000000° ა. გ. / 8.13333333; 123.00000000
მმართველი Roberto Uy
დაარსდა 23 ივნისი, 1635
ფართობი 7301.00 კმ²
მოსახლეობა 1 047 455 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 65
საფოსტო ინდექსი 7100–7124
ოფიციალური საიტი http://www.zanorte.gov.ph/
300
300

ჩრდილოეთი ზამბოანგა ზამბოანგის ნახევარკუნძულის რეგიონში უდიდესი პროვინციაა. მისი ფართობი 7 301 კმ²-ია.[2] მოსახლეობის რაოდენობით ჩრდილოეთ ზამბოანგა ფილიპინების პროვინციებს შორის 26-ე ადგილზეა.

ეტიმოლოგია

რედაქტირება

ზამბოანგა ტერმინის samboangan (ასევე გამოითქმება როგორც sambuangan; ხოლო სუბანურ ენაზე როგორც — sembwangan) ესპანიზირებული ფორმაა, რაც „დასამაგრებელ ადგილს“ ნიშნავს. ტერმინის ფუძეა სიტყვა samboang („დასამაგრებელი ბოძი“). თავდაპირველად ქალაქი ზამბოანგა სამბოანგანად იწოდებოდა, საიდანაც მთელმა ნახევარკუნძულმა მიიღო სახელი.[3] სამბოანგანი კარგადაა დამოწმებული ესპანელი,[4] ბრიტანელი,[5][6] ფრანგი,[7][8] გერმანელი[9] და ამერიკელი[10] ისტორიკოსების ჩანაწერებში ჯერ კიდევ XVII საუკუნიდან.[4]

ერთი ვერსიით, ზამბოანგის სახელწოდება დაკავშირებულია ინდონეზიურ სიტყვასთან jambangan („ქვაბს“ ან „ჯამს“ აღნიშნავს), რომლის მიხედვითაც ზზამბოანგის ეთნიკური ჯგუფები მალაიური წარმოშობის არიან. თუმცა ეს ვერსია 1960-იან წლებამდე არცერთ ისტორიულ წყაროში გვხვდება. [11]

 
ზამბოანგის პროვინციის რუკა, 1918 წელი

დამოუკიდებელ პროვინციად ჩამოყალიბებამდე ჩრდილოეთი ზამბოანგა ზამბოანგის პროვინციის შემადგენლობაში შედიოდა. პროვინციის ადრეული ისტორია დაკავშირებულია ქალაქ ზამბოანგასთან, რომელიც მინდანაოს ცენტრს წარმოადგენდა, განსაკუთრებით ამერიკული მმართველობის დროს. 1936 წლის 12 ოქტომბერს, როდესაც ზამბოანგა ჩარტერული ქალაქი გახდა, ის ზამბოანგის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილსა და კუნძულ ბასილანს მოიცავდა და იმ დროისთვის მსოფლიოში უდიდესი ქალაქი იყო ფართობის მიხედვით.

1952 წლის 6 ივნისს მიღებული 711-ე რესპუბლიკური აქტის მიხედვით ზამბოანგის პროვინცია ორ დამოუკიდებელ პროვინციად: ჩრდილოეთ და სამხრეთ ზამბოანგად გაიყო.[12]

2017 წელს ფილიპინების წარმომადგენელთა პალატაში ჩრდილოეთ ზამბოანგისგან ახალი პროვინციის გამოყოფის შესახებ კანონპროექტი წარადგინეს. შემოთავაზებული ზამბოანგა-ჰერმოსის პროვინცია 12 მუნიციპალიტეტისგან უნდა შემდგარიყო, რომელიც ჩრდილოეთ ზამბოანგის მესამე საკანონმდებლო რაიონში გაერთიანდებოდა. ახალი კანონპროექტის მიხედვით, ზამბოანგა-ჰერმოსის პროვინციის შემადგენლობაში უნდა შესულიყო: ბალიგიანი, გოდოდი, გუტალაკი, კალავიტი, ლებასონი, ლეონ-პოსიგო, ლილოი (სავარაუდო დედაქალაქი), სალუგი, სიბუკო, სიოკონი, სირავაი და ტამპილისანი.[13][14] აღნიშნული კანონპროექტი კონგრესმა არ მიიღო.

გეოგრაფია

რედაქტირება
 
მდინარე დაკაკი დაპიტანში

ჩრდილოეთ ზამბოანგის ფართობი 7 301 კმ²-ია. პროვინცია ზამბოანგის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში, დასავლეთ მინდანაოში მდებარეობს. მას სამხრეთიდან სამხრეთი ზამბოანგა და ზამბოანგა-სიბუგაი ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან — აღმოსავლეთი მისამისი, ხოლო დასავლეთიდან — სულუს ზღვა.

პროვინციის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 243.8 მეტრია. კატიპუნანში მდებარე დაბიაკის მთა პროვინციის უმაღლესი წერტილია. მისი სიმაღლე 2 600 მეტრია. სანაპიროს მახლობლად ძირითადად დაბლობი რელიეფია. პროვინციის სანაპირო ხაზის სიგრძე ჩრდილოეთიდან სამხრეთით დაახლოებით 400 კმ-ია.

ჩრდილოეთ ზამბოანგის კლიმატი რიბილი და ზომიერია. ნალექები მთელი წლის მანძილზეა განაწილებული. პროვინციის სამხრეთ ნაწილში მშრალი სეზონი შედარებით დიდხანს გრძელდება.

ადმინისტრაციული მოწყობა

რედაქტირება
 
პროვინციის ადმინისტრაციული დაყოფა

ჩრდილოეთ ზამბოანგა 25 მუნიციპალიტეტისა და 2 ქალაქისგან შედგება. დიპოლოგი, სინდანგანი და დაპიტანი პროვინციის მასშტაბით პირველ ადგილზე არიან მოსახლეობის სიმჭიდროვის მიხედვით. პროვინცია 691 ბარანგაის მოიცავს, რომლებიც 3 საკანონმდებლო რაიონში ერთიანდებიან.[2]

ფართობის მიხედვით პროვინციის უდიდესი მუნიციპალიტეტი სიბუკოა, რომელიც მთლიანი პროვინციის 10.72%-ს მოიცავს. ყველაზე პატარა მუნიციპალიტეტი სიბუტადია, რომელიც პროვინციის ტერიტორიის 0.90%-ს მოიცავს.

მმართველობა

რედაქტირება

პროვინციის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური გუბერნატორია. საკანონმდებლო ორგანოს პროვინციული საბჭო (Sangguniang Panlalawigan) წარმოადგენს, რომელსაც ვიცე-გუბერნატორი ხელმძღვანელობს, რომელიც გუბერნატორის დროებითი ვაკანსიის დროს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის უფლებამოსილებასაც ასრულებს. გუბერნატორი, ვიცე-გუბერნატორი და პროვინციული საბჭო სამი წლის ვადით აირჩევა და ზედიზედ სამჯერ შეიძლება იქნენ არჩეული. ჩრდილოეთ ზამბოანგის ამჟამინდელი გუბერნატორი რობერტო უ. იოა, ხოლო ვიცე-გუბერნატორი — სენენ ო. ანგელესი.

ეკონომიკა

რედაქტირება
 
ჩრდილოეთ ზამბოანგის სამედიცინო ცენტრი დიპოლოგში

პროვინციის ტერიტორიის ნახევარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწებს უკავია. მთავარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებია: სიმინდი, ქოქოსი და ბრინჯი. პროვინცია მდიდარია ზღვის პროდუქტებითა და მინერალებით. თევზჭერის განვითარებამ თევზის გუბურების რაოდენობის ზრდა გამოიწვია. ბოლო წლების მანძილზე გაიზარდა კომერციული თევზჭერა.

2006 წელს ფილიპინების ეროვნული სტატისტიკური კოორდინაციის საბჭოს მიერ ჩატარებული კვლევის შემდეგ, ჩრდილოეთი ზამბოანგა ფილიპინების უღარიბეს პროვინციად დაასახელეს. პროვინციაში სიღარიბის ზღვას ქვევით მოსახლეობის 64.6% იყო, რაც 2000 წელს ჩატარებულ კვლევასთან შედარებით გაზრდილ მაჩვენებელს წარმოადგენდა.[15]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. 2.0 2.1 List of Provinces. PSGC Interactive. National Statistical Coordination Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 18, 2001. ციტირების თარიღი: 8 August 2014.
  3. Rodney C. Jubilado; Hanafi Hussin & Maria Khristina Manueli (2011). „The Sama-Bajaus of Sulu-Sulawesi Seas: perspectives from linguistics and culture“ (PDF). JATI - Journal of Southeast Asian Studies. 15 (1): 83–95. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2014-12-19. ციტირების თარიღი: 2020-11-29.
  4. 4.0 4.1 Francisco Combes (1667). Historia de las islas de Mindanao, Iolo y sus Adyacentes. Progresos de la Religion y Armas Catolicas. Pablo del Val. 
  5. Challenger Expedition 1872-1876 (1895). Report on the Scientific Results of the Voyage of H.M.S. Challenger During the Years 1873-76 Under the Command of Captain George S. Nares ... and the Late Captain Frank Tourle Thomson, R.N.. H.M. Stationery Office, გვ. 823–828. 
  6. George Newenham Wright (1837). A New and Comprehensive Gazetteer, Volume 4. T. Kelly, გვ. 459. 
  7. Antoine-François Prévost (1757). Histoire générale des voyages ou Nouvelle collection de toutes les relations de voyages par mer et par terre, qui ont été publiées jusqu'à présent dans les differentes langues de toutes les nations connues. De Hondt, გვ. 37. 
  8. Pierre Joseph André Roubaud (1770). Histoire générale de l'Asie, de l'Afrique et de l'Amérique. Des Ventes de la Doué, გვ. 499–500. „Samboangan.“ 
  9. John Meares (1791). Des Kapitians John Meares und des Kapitains William Douglas Reisen nach der Nordwest-Küste von Amerika, in den Jahren 1786 bis 1789. Voß, გვ. 240. 
  10. Charles Pickering (1848). „The Races of Man and their Geographical Distribution“, United States Exploring Expedition. During the Years 1838, 1839, 1840, 1841, 1842. Under the Command of Charles Wilkes, USN. Volume IX. C. Sherman, გვ. 125. 
  11. Enriquez, A.R.. Jambangan: the "Garden of Flowers" never was!. ციტირების თარიღი: 13 September 2016.
  12. Republic Act No. 711 - An Act to Create The Provinces of Zamboanga del Norte and Zamboanga del Sur. Chan Robles Virtual Law Library. ციტირების თარიღი: 28 September 2013.
  13. House Bill No. 5040: An Act Creating the Province of Zamboanga Hermosa from the Province of Zamboanga Del Norte. Republic of the Philippines - House of Representatives (February 14, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 მარტი 2017. ციტირების თარიღი: 10 March 2017.
  14. „Seventeenth Congress First Regular Session 2016 - 2017“ (PDF). Journal of the House of Representatives. Journal Service Plenary Affairs Bureau. No. 73. February 21, 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 12 მარტი 2017. ციტირების თარიღი: 10 March 2017.
  15. Ten poorest provinces in 2003. Press Release. National Statistical Coordination Board (6 June 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ოქტომბერი 2012. ციტირების თარიღი: 27 October 2012.