დიპოლოგი (ოფიციალურად ქალაქი დიპოლოგი; სებ: Dakbayan sa Dipolog) — მესამე კლასის ქალაქი და ჩრდილოეთ ზამბოანგის პროვინციის დედაქალაქი, ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობა 130 759 ადამინას შეადგენს.[2]

დიპოლოგი
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინატები 8°35′14″ ჩ. გ. 123°20′27″ ა. გ. / 8.58722222° ჩ. გ. 123.34083333° ა. გ. / 8.58722222; 123.34083333
დაარსდა 1 ივლისი, 1913
ფართობი 241.13 კვადრატული კილომეტრი
მოსახლეობა 138 141 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 65
საფოსტო ინდექსი 7100
ოფიციალური საიტი http://www.dipologcity.gov.ph/
300
300

გეოგრაფიულად ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთით ბორცვებითაა გარშემორტყმული, ხოლო ჩრდილოეთიდან სულუს ზღვა ესაზღვრება. დიპოლოგი ცნობილია ველური ორქიდეებით და სარდინების მრეწველობით. მას ხშირად მოიხსენიებენ როგორც „კარიბჭე დასავლეთ მინდანაოსკენ“[3] და „ფილიპინების სარდინების დედაქალაქსაც“ უწოდებენ.[4]

დიპოლოგში მოხვედრა შესაძლებელი დიპოლოგის აეროპორტით, ან ქალაქ დაპიტანიდან, გალასის ბარანგაიში მდებარე გალასის ნავსადგურიდან მიმავალი ბორნებით.[5] პოპულარული ტურისტული დანიშნულების ადგილია დიპოლოგის ბულვარი, რომელიც ამჟამად მშენებლობის მეორე ფაზაშია. ბულვარში არაერთი ფესტივალი და ღონისძიება იმართება. მშენებლობის მესამე ფაზის შემდეგ ბულვარი გალასის ბარანგაიმდე მიაღწევს.

 
დიპოლოგის ველის საჰაერო ხედი, 1945

ამერიკული რეჟიმი

რედაქტირება

1900 წლისთვის დიპოლოგი აყვავებული კომერციული ქალაქი იყო და კუნძულ სებუდან აქ ახალმოსახლეები ჩადიოდნენ. 1910 წელს დიპოლოგს ზამბოანგის პროვინციის მდივანი, ჯონ ჰელფერი 2 დღით ეწვია. ვიზიტისას მან თემი დამოუკიდებელ მუნიციპალიტეტად გარდაქმნის შესაძლებლობაზე ისაუბრა. 1912 წელს მინდანაოსა და სულუს დეპარტამენტის გუბერნატორმაჯონ ჯ. პერშინგმა დეკრეტი გამოსცა, რომლის საფუძველზეც დიპოლოგი და დაპიტანი განცალკევდა და ცალკე მუნიციპალიტეტებდ რეორგანიზება დაიწყო. 1913 წლის 1 ივლისს გუბერნატორის ბრძანების შესაბამისად დიპოლოგი მუნიციპალიტეტად გამოცხადდა. გენერალმა პერშინგმა დიპოლოგის პირველ მუნიციპალურ მერად პასკუალ ტან მარტინესი დანიშნა, რომელიც ადრე დაპიტანის მუნიციპალური პრეზიდენტი იყო.

უახლესი ისტორია

რედაქტირება

1952 წლის 6 ივნისს, 711-ე რესპუბლიკური აქტის შესაბამისად ზამბოანგის პროვინცია ორ ნაწილად: ჩრდილოეთ ზამბოანგად და სამხრეთ ზამბოანგად გაიყო. დიპოლოგი ჩრდილოეთ ზამბოანგის დედაქალაქად გამოცხადდა.[6] 1969 წლის 21 ივნისს კონგრესის წევრ ალბერტო უბაის ძალისხმევით პრეზიდენტმა ფერდინანდ მარკოსმა ხელი მოაწერა 5520-ე რესპუბლიკურ აქტს („ქალაქ დიპოლოგის ქარტია“), რომლის მიხედვითაც 1970 წლის 1 იანვარს დიპოლოგი ჩარტერული ქალაქეი გახდა.[7] დიპოლოგის უკანასკნელი მუნიციპალური მერი (1963-1970) და ქალაქის პირველი მერი ფელისისიმო ჰერერა (1970-1978) იყო. 1982 წლის 8 მარტს დიპოლოგის საქალაქო საბჭომ ქალაქის მარში მიიღო, რომელიც ანტონინა ო. რომანოს მიერაა შექმნილი.

გეოგრაფია

რედაქტირება
 
დიპოლოგის სანაპირო

დიპოლოგი ცნობილია როგოც „კარიბჭე დასავლეთ მინდანაოსკენ“. იგი ჩრდილოეთ ზამბოანგის პროვინციის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ქალაქს ჩრდილოეთიდან დაპიტანი, აღმოსავლეთიდან პოლანკოს მუნიციპალიტეტი, სამხრთიდან სერხიო-ოსმენიას მუნიციპალიტეტი, ხოლო დასავლეთიდან კატიპუნანის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება.

1914 წლისთვის ქალაქის ფართობი 248 587 კმ² იყო, თუმცა 1951 წლისთვის დიპოლოგის ფართობი 13 628 ჰექტრამდე შემცირდა. 1951 წლის 22 აგვისტოს მიღებული 467-ე აღმასრულებელი ბრძანების შესაბამისად დიპოლოგის ორი ბარიო პოლანკოსა და პინიანის მუნიციპალიტეტებად გარდაიქმნა.

დიპოლოგი პოლიტიკურად 21 ბარანგაიდ იყოფა.

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით დიპოლოგი ეკვატორულ კლიმატურ სარტყელშია მოქცეული, რომლისთვისაც მთელი წლის მანძილზე ნალექების გადანაწილება და მაღალი ტემპერატურა ახასიათებს. წვიმების სეზონი ივნისიდან დეკემბრამდე გრძელდება. ყველაზე ნალექიანი თვეები ოქტომბერი და ნოემბერია.

ადგილობრივი მმართველობა

რედაქტირება
 
ჩრდილოეთ ზამბოანგის პროვინციული კაპიტოლიუმი დიპოლოგში

დიპოლოგი ჩრდილოეთ ზამბოანგის პროვინციის შემადგენელი ქალაქი და დედაქალაქია. დიპოლოგის მერია ცენტრალურ ბარანგაიში, რისალის გამზირზე მდებარეობს. ადგილობრივი მმართველობა წარმოდგენილია მერის, ვიცე-მერის, საქალაქო საბჭოს ათი წევრის და ორი ex efficio წევრის სახით. მერი ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურია. იგი დიპოლოგის მოსახლეობის მიერ სამი წლის ვადით აირჩევა და ზედიზედ სამჯერ შეიძლება იქნეს არჩეული. ვიცე-მერი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეობს და მერის დროებითი ვაკანსიის შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებასაც ითავსებს. საქალაქო საბჭოში გარდა ათი წევრისა, დიპოლოგის 21 ბარანგაის კაპიტანთან ასოციაციის პრეზიდენტი და ქალაქის ბარანგაების ახალგაზრდული საბჭოს პრეზიდენტი შედიან. გარდა ex officio მოხელეებისა, ყოველი მოხელე სამი წლის ვადით აირჩევა და ზედიზედ სამჯერ შეიძლება იქნენ არჩეული.

დიპოლოგში არაერთი ტურისტული ღირშესანიშნაობა მდებარეობს, მათ შორის: ლინაბოს მწვერვალი — სადაც 3003 საფეხურიანი კიბის მეშვეობით ასვლაა შესაძლებელი. მწვერვალიდან დიპოლოგისა და დაპიტანის პანორამა იშლება; კოგონის ეკოტურისტული პარკი[8] — 344 ჰექტარის ფართობის ტყე კოგონის ბარანგაიში, რომელიც 1958 წელს დაარსდა. ეკოტურისტული პარკი ერთ-ერთი ყველაზე პოპულრული საკემპინგე ადგილია სამთომოლაშქრეთა ჯგუფებს შორის. პარკის გამორჩეული ძეგლია სუნგკილავის ჩანჩქერი;[9] ბერნედოს სახლი — საუკუნის წინ აგებული სახლი, რომელიც ფილიპინურ-ესპანურ ოჯახს, ბერნედოებს ეკუთვნოდა. ქალაქის 100 წლისთავთან დაკავშირებით ბერნედოს სახლი დიპოლოგის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრმა გადაააკეთა და ამჟამად მასში დიპოლოგის ტურიზმის ოფისია განთავსებული. სახლის პირველ სართულზე ვიზუალური ხელოვნებისა და ფოტოგრაფიის ნიმუშებია გამოფენილი.[10]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. Census of Population (2015). "Region IX (Zamboanga Peninsula)". Total Population by Province, City, Municipality and Barangay. PSA. Retrieved 20 June 2016.
  3. The Philippine Nautical Highway. Government of the Philippines. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-01-18. ციტირების თარიღი: 2007-10-14.
  4. „Bottled Sardines Capital of the Philippines“. Philippine Daily Inquirer. Philippine Daily Inquirer Publications. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-20. ციტირების თარიღი: 2007-10-14.
  5. Pulauan Dapitan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-12. ციტირების თარიღი: 2020-11-28.
  6. Republic Act No. 711 - An Act to Create The Provinces of Zamboanga del Norte and Zamboanga del Sur. Chan Robles Virtual Law Library. ციტირების თარიღი: 28 September 2013.
  7. R.A. 5520. Arellano Law Foundation, Inc.. ციტირების თარიღი: 4 June 2020.
  8. Cogon Eco-Tourism Park, Panindotan. RPN DXKD Dipolog (13 September 2020). ციტირების თარიღი: 17 October 2020
  9. OISCA PARK. Old Website of the City Government of Dipolog. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 დეკემბერი 2017. ციტირების თარიღი: 28 ნოემბერი 2020.
  10. Te, Maria Victoria Tenido (14 April 2019). „Mother-daughter tandem depicts 'essence' of women in art exhibit“. Rappler. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ივნისი 2021. ციტირების თარიღი: 5 October 2020.