ჩინური კვარტალი
ჩინური კვარტალი ან ჩაინათაუნი (ჩინ.: 唐人街; ფინინი: Tángrénjiē) — ჩინელი ხალხის ეთნიკური ანკლავის სახელწოდება, მდებარეობს ჩინეთის საზღვრებს გარეთ, უმეტესად ქალაქის შიდა ტერიტორიაზე. ჩინური კვარტლის ან ჩაინათაუნის სახელით ცნობილი ტერიტორიები გვხვდება მთელ მსოფლიოში, მათ შორის ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, ოკეანეთსა და ამერიკაში.
ჩინური კვარტლების დაარსება, როგორც წესი გამოწვეული იყო ჩინელების მზარდი მიგრაციით და რაიონში მათი რაოდენობის ზრდით. 1594 წელს, ბინონდო, მანილაში დაარსებული ჩინური კვარტალი, დღეს მსოფლიოში უძველეს ჩინურ კვარტლად არის აღიარებული. აზიის ფარგლებს გარეთ, უძველესი კვარტლები გვხვდება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მელბურნში, ავსტრალიაში, დაარსებული 1850-იან წლებში, კალიფორნიისა და ვიქტორიას ოქროს ციებ-ცხელების პერიოდში. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ, ახალი კვარტლები დაარსდა მონტვილში, კონექტიკუტში.[1]
განმარტება
რედაქტირებაოქსფორდის ლექსიკონები „ჩაინათაუნს“-ს განსაზღვრავს, როგორც „რაიონი ნებისმიერი არააზიური ქალაქის, განსაკუთრებით ქალაქის ან საზღვაო პორტის ტერიტორიაზე, სადაც მოსახლეობა ძირითადად ჩინური წარმოშობისაა“.[2] თუმცა, ზოგიერთ ჩინურ ქალაქს შესაძლოა მხოლოდ მცირედი კავშირი ჰქონდეს ჩინეთთან.[3] ზოგიერთი "ვიეტნამური" ანკლავი ფაქტობრივად არის ქალაქის "მეორე ჩინური კვარტალი", ხოლო ზოგიერთი ჩინური კვარტალი ფაქტობრივად პან-აზიურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ასევე შეიძლება ჩაითვალოს კორეათაუნად ან პატარა ინდოეთად.[4]აზიათაუნი კლივლენდში, ოჰაიოში თავდაპირველად მოიხსენიებოდა, როგორც ჩინური კვარტალი, მაგრამ შემდგომში არაჩინელი აზიელი ამერიკელების შემოდინების გამო, რომლებმაც ადგილზე ბიზნესები წამოიწყეს, კვარტალს სახელი შეუცვალეს და აზიათაუნი უწოდეს. დღეს ოლქი მოქმედებს როგორც გამაერთიანებელი ტერიტორია კლივლენდის ჩინური, ტაივანის, კორეული, იაპონური, ფილიპინელი, ინდოელი, ვიეტნამური, კამბოჯის, ლაოსის, ნეპალის და ტაილანდური თემებისთვის.[5]
ტერმინთან დაკავშირებული შემდგომი გაურკვევლობა შეიძლება შეიცავდეს ჩინურ ეთნიკურ თემებს, რომლებიც განიმარტება როგორც „გარეუბნების ეთნიკური კლასტერები საცხოვრებელი ტერიტორიებისა და ბიზნეს უბნების დიდ მეტროპოლიტებში."[6][7][8]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Connecticut's Unexpected Chinatowns. https://www.youtube.com/watch?v=a2dbKSxna6k.
- ↑ Definition of Chinatown. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-28. ციტირების თარიღი: 2024-04-25.
- ↑ Where You Live Chinatown. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-01. ციტირების თარიღი: 2024-04-25.
- ↑ Juan, Karin Aguilar-San (2009) Little Saigons: Staying Vietnamese in America. U of Minnesota Press, გვ. 33. ISBN 9780816654857.
- ↑ Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2016-02-21
- ↑ Ethnoburb: The New Ethnic Community in Urban America.
- ↑ „Asians in Thriving Enclaves Keep Distance From Whites“. Bloomberg.com. 26 June 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 January 2015. ციტირების თარიღი: 2 May 2018.
- ↑ Tsui, Bonnie (24 January 2014). „Chinatown Revisited“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-06.