ჩიგოიანი
ჩიგოიანი — სოფელი საქართველოში, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ახალგორის მუნიციპალიტეტში (ქარჩოხის თემი), მდინარე ქსნის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1680 მ, ახალგორიდან 37 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში არავინ არ ცხოვრობს.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 117.