ჩვეულებრივი სუსხური
ჩვეულებრივი სუსხური (ლათ. Somateria mollissima) — ფრინველი იხვისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 50-71 სმ. გავრცელებულია ჩრდილოეთ ევროპის სანაპიროზე, ჩრდილოეთ ამერიკასა და აღმოსავლეთ ციმბირში. წყვილდებიან არქტიკასა და ზომიერი სარტყელის ჩრდილოეთში. გამოსაზამთრებლად მიგრირებს სამხრეთით. ფრენა შეუძლია 113 კმ/სთ სიჩქარით.[1]
ჩვეულებრივი სუსხური | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მამრი | |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Somateria mollissima Linnaeus, 1758 | |||||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||||
საფრთხესთან ახლოს მყოფი IUCN 3.1 Near Threatened : 22680405 | |||||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||||
შეჯვარება
გამოზამთრება/კვება | |||||||||||||||||
|
ბუდეს აშენებს ზღვასთან ახლოს. მისი ბუმბული რბილი და თბილია, რომლისგანაც მზადდება მაღალი ხარისხის ბალიშები. ბოლო დროს სუსხური აქტიურად გამოიყენება ფერმერულ მეურნეობაში. მისი სახელი მომდინარეობს ბერძნული „somatos“-იდან — „სხეული“ და „erion“-იდან — „ბამბა“. ხოლო „mollissimus“ ლათინურად ნიშნავს „ძალიან რბილს“.[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ მსოფლიოს უსწრაფესი ფრინველები
- ↑ Jobling, James A (2010). The Helm Dictionary of Scientific Bird Names. London: Christopher Helm. pp. 258, 359. ISBN 978-1-4081-2501-4.