ჩეჯუს პროვინცია (კორ. 제주도?, 濟州道?) — სამხრეთ კორეის ყველაზე დიდი კუნძული და ყველაზე პატარა პროვინცია. პროვინციის ოფიციალური სახელია „ჩეჯუს განსაკუთრებული ავტონომიის მქონე პროვინცია“ (კორ. 제주특별자치도). მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ჩეჯუ. კუნძული მდებარეობს კორეის სრუტეში, ჩეოლას პროვინციის სამხრეთ-დასავლეთით. 1946 წლამდე ჩეჯუ სწორედ ჩეოლას შემადგენლობაში შედიოდა. ევროპელებისთვის კუნძული „ქუელფართის“ სახელით იყო ცნობილი, ხოლო იაპონელების მმართველობის ქვეშ ყოფნისას მას „საიშუს“ უწოდებდნენ.

პროვინცია
ჩეჯუს პროვინცია
კორ. 제주도
დროშა

ქვეყანა სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა
ადმ. ცენტრი ჩეჯუ (ქალაქი)
შიდა დაყოფა ჩეჯუ (ქალაქი) და Seogwipo
კოორდინატები 33°22′00″ ჩ. გ. 126°32′00″ ა. გ. / 33.36667° ჩ. გ. 126.53333° ა. გ. / 33.36667; 126.53333
ფართობი 1848±1 კვადრატული კილომეტრი
მოსახლეობა 670 837 (2024)[1]
სასაათო სარტყელი UTC+09:00
ოფიციალური საიტი http://www.jeju.go.kr
300
300

გეოგრაფია

რედაქტირება

კუნძული ჩეჯუ ვულკანური წარმოშობისაა. მისი ფორმირება ბოლო მილიონი წლის განმავლობაში არსებული ვულკანური ამოფრქვევების შედეგად მოხდა. უმეტესად შედგება ბაზალტისგან, გაციებული ვულკანური ქანისგან. აქ მდებარეობს 780 წლის წინ წარმოქმნილი ვულკანი ჰალასანი, რომლის სიმაღლე 1947 მეტრს შეადგენს და ამით ის სამხრეთ კორეის უმაღლეს მთას წარმოადგენს. მის კალთებსა და მიმდებარედ რამდენიმე ვულკანიც მდებარეობს. ამჟამად ის მიძინებულად ითვლება, რადგანაც ბოლო ამოფრქვევა 25 ათასი წლის წინ მოხდა.

გამყინვარების პერიოდის დროს მსოფლიო ოკეანის დონე შემცირდა და გამოჩნდა სახმელეთო დერეფნები კორეის ნახევარკუნძულსა და იაპონიას შორისაც. სწორედ მათი გზით ხდებოდა ცხოველებისა და მცენარეების მიმოცვლა.[2]

2007 წლიდან კუნძულის ბუნება იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაშია შეტანილი, როგორც მსოფლიო მემკვიდრეობა — „ჩეჯუს ვულკანური კუნძული და მისი ლავის ხვრელები“.[3]

 
კრატერული წარმოშობის ტბა ჰალასანზე

662 წლის სილას დაპყრობამდე ჩეჯუ წარმოადგენდა დამოუკიდებელ ქვეყანას, რომელსაც ტამნას ეძახდნენ. 938 წელს სილას დაცემის შემდეგ ტამნა კორიოს პროტექტორატის ქვეშ აღმოჩნდა, თუმცა ინარჩუნებდა ფართო ავტონომიას. 1105 წელს ავტომოია შეიზღუდა და კუნძული კორიოს პროვინციად იქცა; ხოლო მეფე იჯონმა მისი სახელი შეცვალა და ჩეჯუ დაარქვა.

ჩეჯუ კორეის ერთადერთ პროვინციას წარმოადგენს, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ნოტიო-სუბტროპიკული ლანდშაფტის კრიტერიუმებს.

ვულკან ჰალასანის ზედა ნაწილზე ხშირი მწვანე მასივია განლაგებული, რომელიც ფოთოლმცვენი, შერეული და წიწვოვანი ტყეებისგან შედგება. მწვარვალზე არსებული მცენარეები ჰალასანის ეროვნული პარკის მიერაა დაცული.

ზოგიერთი კორეელ აბორიგენთა დროის მცენარეები მხოლოდ კუნძულ ჩეჯუზეა შემორჩენილი, მათ შორისაა: ქაფურის ხე, ელეოკარპუსი, როდოდენდრონი, პილპილი, იაპონური სტეფანია და სხვა.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

2005 წლამდე ჩეჯუ ორ ქალაქად ჩეჯუდ და სოგვიპოდ და ორ ნაწილად სამხრეთ და ჩრდილოეთ ჩეჯუდ იყო დაყოფილი. 2005 წელს მოსახლეობამ რეფერენდუმზე ხმა მისცა ამ ქალაქების ერთ, მმართველ პროვინციად გაერთიანებას. ჩრდილოეთი ჩეჯუ ქალაქ ჩეჯუს შეუერთდა, ხოლო სამხრეთი — სოგვიპოს. 2006 წლის 1 ივლისიდან ჩეჯუ პირველ დამოუკიდებელ პროვინციად გვევლინება.

1960-იან წლებამდე ჩეჯუს ეკონომიკა თევზჭერაზე, მოლუსკებისა და წყალმცენარეების შეგროვებაზე იყო დაფუძნებული, შემდეგ კი ის ქვეყნის ტურისტულ ცენტრად იქცა და ახლა სწორედ ტურიზმს შეაქვს ჩეჯუს ეკონომიკაში დიდი წვლილი. კლიმატმა, ლანდშაფტმა, სანაპირომ განაპირობა კუნძულის შიდა ტურმიზის ცენტრად ქცევა და სხვა ქვეყნებიდან დამსვენებლების მოზიდვაც. კორეელთა ნაწილი ჩეჯუზე თაფლობის თვეს ატარებს, ამიტომაც კუნძულზე ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი პარკებისა და ატრაქციონების დიდი რაოდენობაა, მათ შორისაა Love Land-ი.

2017 და 2018 წლებში სეულსა და ჩეჯუს შორის არსებული ავიამარშრუტი მსოფლიოში ყველაზე პოპულარულად იქნა აღიარებული. 2018 წლის მონაცემებით კუნძულს ცამეტ მილიონზე მეტი ადამიანი ეწვია, ხოლო დღიურად საშუალოდ ას ოთხმოცი ავიარეისი სრულდებოდა.[4]

კულტურა და საზოგადოება

რედაქტირება

კუნძულებისთვის დამახასიატებელი იზოლაციიდან გამომდინარე ჩეჯუს კულტურა კონტინენტური კორეის კულტურისგან განსხვავებულია. მეტად ცნობილ კულტურულ არტეფაქტს ჰარიბანი, ვულკანური ლავიდან გამოკვეთილი ქვის ბაბუა წარმოადგენს.

 
ჰარიბანი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება