ჩეჯუ (ქალაქი)
ჩეჯუ (კორ. 제주시?, 濟州市?) — განსაკუთრებული ავტონომიის მქონე, ჩეჯუს პროვინციის დედაქალაქი და ყველაზე დიდი ქალაქი კუნძულ ჩეჯუზე. წარმოადგენს სამხრეთ კორეის ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ ცენტრს, რომელსაც ყოველწლიურად ოთხ მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს იაპონიიდან, ჩინეთიდან და კორეიდანაც[1]. იგი ცნობილია სათამაშო ბიზნესით.
ისტორია
რედაქტირებაქალაქის ძველ ნაწილში მდებარეობს კუნძლის მთავარი ტაძარი — სამსონჰიოლი. იგი გარშემორტყმულია ფართო ეზოთი, რომლის ცენტრშიც მიზაში ჩაღრმავებაა. ლეგენდის თანახმად, სწორედ ამ ადგილას სამი ნახევარღმერთი — კო, ბუ და იანი ჩამოვიდნენ ზეციდან და კუნძული ისრის გასროლით გაიყვეს სამ ნაწილად. თითოეულმა მიიღო კუნძლის ის ნაწილი, სადაც მათი ისარი დაეშვა. ამის შემდეგ ზღვის წყლიდან გადმოვიდა სამი გოგო, რომლებსაც სამი გვარის წარმოშობას ჩაუყარეს საფუძველი. ყოველ წელიწადს, 10 აპრილს, 10 ოქტომბერსა და 10 დეკემბერს ამ სამი გვარის წარმომადგენლები იკრიბებიან, რათა მოიხსენიონ, თაყვანი სცენ წინაპრებსა და მათგან დალოცვა მიიღონ.