ჩეჯუ
ჩეჯუს ვულკანური კუნძული და ლავის ხვრელები — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი სამხრეთ კორეაში. ჩეჯუ, იგივე ჩეჯუდო ვულკანური კუნძულია, რომელიც კორეის სამხრეთი სანაპიროდან 130 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. მისი ფართობი 1 846 კმ²-ია და წარმოადგენს სამხრეთ კორეის უდიდეს კუნძულსა და ყველაზე პატარა პროვინციას. კუნძულის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს სამხრეთ კორეის უმაღლესი მწვერვალი და ჩამქრალი ვულკანი ჰალასანი (1 950 მ). მისი ვულკანური აქტივობები დაიწყო ცარცულ პერიოდში და გრძელდებოდა მესამეულ სისტემამდე. ბოლო აქტივობა დაფიქსირდა 800 წლის წინ. კუნძული შედგება ვულკანური კლდეებისა და ნიადაგისგან, რომლებიც ჰალსანის მოქმედების შედეგია.
ჩეჯუს ვულკანური კუნძული და ლავის ხვრელები* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | სამხრეთი კორეა |
ტიპი | ბუნებრივი |
კრიტერიუმები | vii, viii |
სია | [1] |
რეგიონი** | აზია და ოკეანეთი |
კოორდინატები | 33°22′ ჩ. გ. 126°32′ ა. გ. / 33.367° ჩ. გ. 126.533° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2007 (31-ე სესია) |
ნომერი | 1264 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1264 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ჩეჯუ მეცნიერულად განსაკუთრებით ფასეულია, რადგან აქ მდებარეობს ლავური მილების სისტემა. ეს ბუნებრივი მილსადენები, რომლებშიც ერთ დროს მაგმა მიედინებოდა, ახლა ცარიელია და წარმოადგენს მღვიმეებს, რომლებიც ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში ამ ტიპის მღვიმეებს შორის.