ქაფურის ხე
ქაფურის ხე (ლათ. Cinnamomum camphora) — მარადმწვანე ხე დაფნისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 20 — 50 მეტრს აღწევს. ტყავისებრი ფოთლები და პატარ-პატარა მოთეთრო ყვავილები აქვს. მწიფე ნაყოფი მუქი ლურჯია. ყვავის მაის-ივნისში, ნაყოფი მწიფდება ოქტომბერ-ნოემბერში.
ქაფურის ხე | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Cinnamomum camphora | ||||||||||||||
|
ბუნებრივად იზრდება ჩინეთსა და იაპონიაში წმინდა ან შერეული კორომების სახით, მთებში ზღვის დონიდან 2000 მეტრამდე ადის. ტენისა და სითბოს მოყვარულია. ყველა ნაწილი შეიცავს ქაფურის ზეთს, რომლისგანაც იღებენ ქაფურს. საქართველოში XIX საუკუნის 70-იან წლებში შემოიტანეს შავი ზღვის სანაპიროზე.
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 493.