ჩეჩილია ბარტოლი (იტალ. Cecilia Bartoli; დ. 4 ივნისი 1966, რომი, იტალია) — იტალიელი ოპერის მომღერალი (კოლორატული მეცო-სოპრანო).

ჩეჩილია ბარტოლი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჩეჩილია ბარტოლი
დაბ. თარიღი 4 ივნისი, 1966 (1966-06-04) (58 წლის)
დაბ. ადგილი რომი, იტალია
წარმოშობა იტალიის დროშა იტალიელი
ჟანრ(ებ)ი კლასიკური მუსიკა
საქმიანობა მეცო-სოპრანო
ლეიბლ(ებ)ი Decca Records
საიტი ceciliabartolionline.com
ჩეჩილია ბარტოლი ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა პროფესიონალი მომღერლების ოჯახში. პირველად აუდიტორიის წინაშე 9 წლის ასაკში წარდგა ოპერა ტოსკაში. სწავლობდა რომის კონსერვატორიაში — Accademia Nazionale di Santa Cecilia, ისწავლა ტრამბონზე დაკვრაც, ასე რომ მის ერთადერთ ვოკალის პედაგოგად დედამისი დარჩა. ბარტოლთან დიდება ოპერის მომღერლისთვის უჩვეულოდ დაიწყო: 1986 წელს იგი გამოვიდა სატელევიზიო შოუ Fantastico-ში, სადაც შეასრუალა დუეტი ჯოაკინო როსინის ოპერიდან „სევილიელი დალაქი“ (ლეო ნუჩისთან ერთად) და სპეციალისტების[1] აღფრთოვანებული შეფასება მიიღო, შოუს მაყურებელმა რიკარდო მუტიმ მიიწვია მოსასმენად ლა სკალაში.

ოც წელზე მეტია თანამშრომლობს ხმისჩამწერ სტუდია Decca Records-სთან, ამ დროის განმავლობაში თექვსმეტზე მეტი სოლო ალბომი გამოუშვა. პირველ წლებში ჩანაწერები ძირითადად მოცარტისა და როსინის ნაწარმოებებიდან იყო. 1999 წლიდან ყოველი ალბომი თანამედროვე მსმენლისთვის ფაქტობრივად ხსნის XVII—XIX საუკუნეების იშვიათად შესრულებად კომპოზიტორებს: ვივალდი, ჰენდელი, ალესანდრო სკარლატი, კალდარა, ნიკოლა პორპორა, გლუკი, სალიერი, გარსია, მალიბრანი და სხვა.

იღებდა მონაწილეობას ჰენდელის, ჰაიდნის, როსინის, ბელინის და პუჩინის ოპერის ჩაწერებში.

2007-2009 წლებში ლეგენდარული მეცო-სოპრანო მარია მალიბრატნის 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით საკონცერტო სერიებში გამოვიდა. 2008 წელს შეასრულა მთავარი პარტია ჟაკ ფრანსუა ალევის ოპერა „კლარაში“.

2009 წელს ჩეჩილია ბარტოლი დაუბრუნდა ბაროკოს რეპერტუარს, ალბომის გამოშვებით „Sacrificium“ (მსხვერპლშეწირვა), მიძღვნილი იყო კასტრატოებსთვის და მათთვის დაწერილი მუსიკაც. 2009 წლიდან აწყობდა კონცერტებს ამ ალბომის მოტივებზე, ასევე კონცერტებს მიძღვინლი ჰენდელისთვის, სადაც მასთან ერთად მონაწილეობდნენ ორკესტრი Il Giardino Armonico ჯოვანი ანტონინის ხელმძღვანელობით და ბაზელის კამერული ორკესტრი. 2010 წლის ბოლოს ჰენდელისთვის მიძღვნილ კონცერტების სერიებიაში ბარტოლმა შეასრულა დუეტი კონტრტენორ ფრანკო ფაჯოლისთან ერთად.

2010 წლის 29 ივნისს დორტმუნდში ბარტოლმა პირველად შეასრულა ნორმას პარტია, იმავე სახელწოდების ვინჩენცო ბელინის ოპერიდან. დირიჟორობდა ჰანგელბროკი, სხვა სოლისტებს შორის იყვნენ ჯონ ოსბორნი (ტენორი), მიკელე პერტუზი (ბარიტონი) და რებეკა ოლვერა (სოპრანო).[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ჩეჩილია ბარტონი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-08-01. ციტირების თარიღი: 2015-07-30.
  2. მომღერლის შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-08-01. ციტირების თარიღი: 2015-07-30.