ჩენ ინკე (ჩინ. 陈寅恪) (დ. 3 ივლისი, 1890 — გ. 7 ოქტომბერი, 1969) — ჩინელი ისტორიკოსი, კლასიკური ლიტერატურის მკვლევარი, ლინგვისტი. მისი ღირსშესანიშნავი ნაშრომია ლიუ რუშის ბიოგრაფია.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჩენ ინკე დაიბადა 1890 წელს ჩანგშაში, პროვინცია ჰუნანში, ჩენის მამა ჩენ სანლი ცნობილი პოეტი იყო, ასდღიანი რეფორმის ოთხი წევრიდან ერთ-ერთი და სანჯიანგის სკოლის მთავარი მასწავლებელი. ჩენ ინკემ დაამთავრა ნანჯინგში სკოლა და ვან ჰანგში სინოლოგიის მაგისტრის წოდება მიიღო. იგი სწავლობდა კლასიკურ ფილოსოფიას და ისტორიას. 1902 წელს იგი თავის ძმასთან ერთად იაპონიაში ჩავიდა. 1905 წელს იგი ფეხის დაზიანების გამო იძულებული იყო დაბრუნებულიყო ჩინეთში და სწავლა ფუდანის სკოლაში, შანხაიში განაგრძო. 1910 წელს მან მიიღო უფლება სწავლა ბერლინის უნივერსიტეტში, გერმანიაში გაეგრძელებინა. შემდეგ იგი ციურიხის უნივერსიტეტში და პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში სწავლობდა. 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის გამო იგი დაბრუნდა ჩინეთში. 1918 წელს იგი ისევ საზღვარგარეთ გაემგზავრა სასწავლებლად. ჰარვარდში სანსკრიტი და ტრიპიტაკა ისწავლა, შემდეგ ბერლინში სწავლობდა აღმოსავლურ პალეონტოლოგიას, მონღოლურ, ტიბეტურ, მანჯურულ, სპარსულ და თურქულ, ლათინურ და ბერძნულ ენებს. ზემოთ ჩამოთვლილი ენებნის გარდა ჩენი საუბრობდა ინგლისურად, გერმანულად, ფრანგულად, სანსკრიტზე და ტრიპიტაკაზე. სია სენგ იუმ ერთხელ მას უთხრა: „მშვენიერია რომ უცხო ენებზე წიგნების კითხვა შეგიძლია. მე ვერ ვკითხულობ წიგნებს, ვინაიდან მარტო ჩინური ვიცი და ყველა ჩინური წიგნი უკვე წაკითხული მაქვს“.

1925 წლის მარტში იგი დაბრუნდა ჩინეთში, როდესაც ვუ მიმ დაპატიჟა ცინგუას უნივერსიტეტში. 1928 წლიდან იგი ამ უნივერსიტეტში ჩინური ლიტერატრურის, გრამატიკის და ისტორიის პროფესორი გახდა. იგი დამატებით პეკინის უნივერსიტეტშიც მოღვაწეობდა. ამავე წლის ზაფხულში იგი შანხაიში ჩავიდა, სადაც ცოლად ტანგ ფენი მოიყვანა, ფორმოსას რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის, ტანგ ჯინგსონგის შვილიშვილი. ამ პერიოდში იგი ძირითადად კითხულობდა ლექციებს ბუდისტური ტექსტებისა და ვეის, ჯინის, სამხრეთისა, ჩრდილოეთის, სუის და ტანის დინასტიების დროინდელ ისტორიული დოკუმენტების თარგმნაზე, სიუ და ტანის დინასტიების ისტორიაზე და იუან ჟენის და ბაი ჯუის პოემების კვლევებზე.

1939 წელს ჩენ ინკემ მოწვევა მიიღო ოქსფორდის უნივერსიტეტიდან ჩინეთის ისტორიაში ლექციების წასაკითხად. მაგრამ ომის გამო მან ვერ შეძლო წასვლა. ამ პერიოდსი იგი ჰონგკონგში ცხოვრობდა, 1941 წლამდე, სანამ ქალაქი იაპონელებმა არ აიღეს. შემდეგ იგი გუილინში გადავიდა და 1942 წლის ივლისიდან გუანგქსის უნივერსიტეტში ასწავლიდა, 1943 წლის დეკემბერში კი იენჩინგის უნივერსიტეტში გადავიდა. 1946 წელს იგი კვლავ დაპატიჟეს ცინგუას უნივერსიტეტში. 1948 წელს კი იგი გუანჯოუში ლინგნანის უნივერსიტეტში ასწავლიდა. უნივერსიტეტების აქტიურად ცვლის პერიოდში იგი ასწავლიდა ჯინის სამხრეთის, ჩრდილოეთის და ტანის დინასტიების პერიოდის ისტორიას. 1960 წელს იგი გახდა ჩინეთის კულტურის და ისტორიის კვლევის ინსტიტუტის ვიცე პრეზიდენტი.

ჩენი იდევნებოდა კულტურული რევოლუციის პერიოდში. იგი ამტკიცებდა რომ მას არაფერი ჩაუდენია ჩინელი ხალხისთვის საზიანო 40 წლიაქნი სწავლების პერიოდში. მისი ხელნაწერები დაწვეს და აკრძალეს. 1969 წლის 7 ოქტომბერს იგი გარდაიცვალა.

ჩენ ინკე ამბობდა რომ კვლევა დაფუძნებული უნდა იყოს დამოუკიდებელ აზროვნებაზე. იგი სათავეში ედგა ისტორიული კვლევების ორ ინსტიტუტს და ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი იყო. 1953 წელს ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიისადმი მიმართვაში ჩენმა თქვა: ”ჩინეთის უძველესი ისტორიის ინსტიტუტი არ უნდა ემორჩილებოდეს მარქსიზმს და არ უნდა სწავლობდეს პოლიტიკას”. თავისი შეხედულებების გამო მას უთანხმოება ჰქონდა კომუნისტურ იდეოლოგიასთან, რამაც მისუი დევნა გამოიწვია. ეს არ ხმაურდებოდა 1980-ან წლებამდე.

ნამუშევართა სია

რედაქტირება
  • ჩენ ინკე ვეის, ჯინის, სამხრეთის და ჩრდილოეთის დინასტიების ისტორიის შესახებ ლექციები.
  • სუი და ტანგ დინასტიების პერიოდის სახელმწიფო წყობის მოკლე მიმოხილვა.
  • ტანგ დინასტიის პოლიტიკური ისტორია.
  • იუან ჟენის და ბაი ჯუის პოეზიის კვლევა
  • ზაი შენგ იუანის შესახებ
  • ლიუ რუშის არაოფიციალური ბიოგრაფია
  • ჯინ მინგ გუანი ტომი 1
  • ჰან ლიუ ტანგ ჯი
  • ჩენ ინკეს აკადემიური მოღვაწეობის და კულტურის შესახებ ესეები
  • ჩენ ინკეს კოლექცია
  • ჩენ ინკეს კორპუსი
  • ჯინ მინგ გუანი ტომი 2

ბიოგრაფიული ცნობები

რედაქტირება
  • ვუ მი და ჩენ ინკე ვუ ქსუეჟაოს მიერ, ცინგუას უნივერსიტეტი ISBN 9787302009740
  • ჩენ ინკეზე მოგონებები, ჟანგ ჯიე და იანგ იანლის მიერ, სოციალური აკადემიის გამოცემა ISBN 9787801491589
  • ჩენ ინკეს კვლევების ანალიზი, ჟანგ ჯიე და იანგ იანლის მიერ, სოციალური აკადემიის გამოცემა ISBN 9787801491596
  • ჩენ ინკეს ქრონიკები, იანგ ტიანშუს მიერ, შანხაი, გამომცემლობა ძველი წიგნი, 1997
  • ჩენ ინკეს ბოლო 20 წელი, ლუ ჯიანდონგის მიერ, ლინკინგის გამოცემა 1997
  • ჩენ ინკეს ბიბლიოგრაფია, ვანგ რონგზუს მიერ, პეკინის უნივერსიტეტის გამოცემა
  • ჩენ ინკეს შესახებ, იუ დავეის მიერ
  • ჩენ ინკეს გვიანდელი ნაშრომების განმარტება და არგუმენტაცია, იუ ინგში, 1998
  • ოთხი სირი და ქინგის დინასტიის გვიანდელი პერიოდი, გაო იანგის მიერ, 1983
  • ჩენ ინკეს ოჯახის ისტორია, ჟანგ ქიუ ჰუი, გუანჯონგის გამოცემა, 2000

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება