ჩეგოლა
მთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში
ჩეგოლა — მთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს ეგრისის ქედზე, მდინარე ხობისწყლის სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2928,5 მ. მთის სამხრეთი კალთა ციცაბო და კლდოვანია, ჩრდილოეთი — დამრეცი და ნაკლებად დანაწევრებული. ჩეგოლა ერთადერთი მთაა ეგრისის ქედის თხემურ ნაწილში აგებული კირქვებით. შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახეული მცენარეულობით.[2] მთიდანაა ჩამოგორებული ჩეგოლის ლოდები.[3]
ჩეგოლა | |
---|---|
კოორდინატები: 42°48′41″ ჩ. გ. 42°13′49″ ა. გ. / 42.81139° ჩ. გ. 42.23028° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2928,5 მ |
ქედი | ეგრისის ქედი |
ამგებელი ქანები | კირქვა |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 199.
- ↑ დემურ ტაბიძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 93.
- ↑ „საქართველოს სსრ წითელი წიგნი“, გამომცემლობა «საბჭოთა საქართველო», თბ., 1982.