ჩანანი (ჩინ.: 長安 „ხანგრძლივი მშვიდობა“) — ამჟამად უკვე არარსებული ძველი ქალაქი ჩინეთში. რამდენიმე ჩინური სახელმწიფოს ძველი დედაქალაქი. იყო იმ სავაჭრო ქარავანების თავშეყრის ადგილი, რომლებიც მოდიოდნენ დიდ აბრეშუმის გზაზე. დღესდღეობით ქალაქ ჩანანის ადგილზე მდებარეობს ქალაქი სიანი.

აბრეშუმის დიდი გზა: ჩანანი-ტიან-შანის კორიდორი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ჩანანის გეგმა
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ყაზახეთის დროშა ყაზახეთი
ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iii, v, vi
სია [1]
რეგიონი** აზია და ოკეანეთი
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2014  (38-ე სესია)
ნომერი 1442
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1442
ინგლ.რუს.ფრ.

ქალაქ ჩანანის ტერიტორია დასახლებულია ნეოლითის ხანიდან. იგი იანშაოს არქეოლოგიური კულტურის ცენტრი იყო. ცინის დინასტიის მმართველობის პერიოდში ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში დაარსდა სიანი, სადაც იმპერატორ ცინ შიხუანდის სასახლე და მიწისქვეშა ტერაკოტის არმია მდებარეობდა. სიანი არსებობას განაგრძობდა ხანის დინასტიის მმართველობის პერიოდშიც.

ტანის დინასტიის მმართველობის პერიოდში ქალაქები გაერთიანდა. მათ ეწოდა ჩანანი და გახდა სახელმწიფოს დედაქალაქი. ქალაქის დაგეგმარება ოთხკუთხა იყო, კვარტალები განლაგებული იყო ჭადრაკის დაფის მსგავსად. VIII საუკუნეში ქალაქის მოსახლეობა ერთ მილიონს აჭარბებდა. ქალაქი დაცული იყო მაღალი სქელი აგურის კედლებით.

მინის დინასტიის მმართველობის პერიოდში დედაქალაქი გადაიტანეს პეკინში, ჩანანს კი ეწოდა სიანი.

2014 წლის 22 ივნისს აბრეშუმის გზის ჩანანი-ტიან-შანის მონაკვეთი, რომელიც ეკუთვნის სამ სახელმწიფოს (ჩინეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი) შეიყვანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[1].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება