შხამიანი ცხოველები

შხამიანი ცხოველებიცხოველები, რომელთა ორგანიზმი მუდმივად ან პერიოდულად შეიცავს სხვა სახეობის ცხოველებისთვის ტოქსიკურ ნივთიერებებს და ამ ნივთიერებებს თუმდაც მცირე დოზით შეყვანა ორგანიზმში იწვევს ავადმყოფურ ცვლილებებს, ხოლო ზოგჯერ — სიკვდილსაც.

შხამიანი ცხოველები

ცხოველთა შორის 5 ათასამდე სახეობის შხამიანი ცხოველია. ყველაზე უკეთესად არიან შესწავლილი გველები, მორიელები, ობობები, ხოჭოებისამწიფარები და სხვ. ხოლო ნაკლებად — ამფიბიები, თევზები, მოლუსკები და ნაწლავღრუიანები.

შხამიანი ცხოველების შხამიანობა შეფარდებითია. ადამიანსა და ცხოველს შეიძლება გამოუმუშავდეს იმუნიტეტი ამა თუ იმ შხამის მიმართ, თუკი მათ ორგანიზმში ხანგრძლივი დროის მანძილზე შეჰყავთ შხამი მცირე დოზებით. ზოგჯერ მეფუტკრეები არამგრძნობიარეები არიან ფუტკრის შხამის მიმართ. გველის, ფუტკრისა და ზოგიერთი სხვა ცხოველის შხამს მცირე დოზებით სამკურნალო მიზნით იყენებენ.

შხამიან ცხოველებს ყოფენ ორ ჯგუფად: აქტიურ და პასიურ შხამიან ცხოველებად. პირველს განეკუთვნებიან ის ცხოველები, რომელთაც შხამის გამომმუშავებელი განსაკუთრებული ჯირკვლები აქვთ. ისინი, თავის მხრივ იყოფიან შეიარაღებულ და შეუიარეღებელ შხამიან ცხოველებად.

აქტიური შხამიანი ცხოველები

რედაქტირება

შეიარაღებული შხამიანი ცხოველები

რედაქტირება

შეიარაღებულ შხამიან ცხოველებს შხამიან ჯირკვლებთან ერთად აქვთ მჩხვლეტავი აპარატი, რომლის საშუალებითაც ცხოველს შხამი შეჰყავს მტრის ან მსხვერპლის სხეულში. ასეთია უმარტივესების, მაგ.: ინფუზორიების ტრიქოცისტები, ნაწლავღრუიანების (ჰიდრები, აქტინიები, მედუზები) მსუსხავი უჯრედები, მრავალი ფეხსახსრიანის (მორიელები, ფუტკრები, კრაზანები) მრავალუჯრედიანი კანის ჯირკვლები, რომლებიც ნესტართანაა დაკავშირებული და სხვ. მრავალი ცხოველის (მრავალფეხიანები, ობობები, ტკიპები, ბაღლინჯოები, ზოგიერთი ორფრთიანი, ხერხემლიანთაგან გველები) შხამიანი ჯირკვლები პირის ორგანოებთანაა დაკავშირებული და მსხვერპლის სხეულში შხამი აღწევს კბენის ან ჩხვლეტისას. შეიარაღებული შხამიანი ცხოველის შხამი თავდაცვის ან თავდასხმის საშუალებაა.

შეუიარაღებელი შხამიანი ცხოველები

რედაქტირება

შეუიარაღებელ შხამიან ცხოველებს არ გააჩნიათ მჩხვლეტავი აპარატი მსხვერპლის სხეულში შხამის შესაყვანად. ასეთები არიან სალამანდრები, ტრიტონები, გომბეშოები და სხვ., რომელთა კანის სხვადასხვა უბანში განლაგებულია შხამიანი ჯირკვლები. ცხოველის გაღიზიანებისას შხამი გამოიყოფა კანის ზედაპირზე და მოქმედებს მტაცებლის ლორწოვან გარსზე.

პასიური შხამიანი ცხოველები

რედაქტირება

პასიურ შხამიან ცხოველებს შხამიანი ჯირკვლრბი არ გააჩნიათ. მათ შხამიანობას განსაზღვრავს სხეულის ამა თუ იმ ქსოვილის განსაკუთრებული თვისებები (ფარული ან ქსოვილური შხამიანობა) და შხამიანობა ვლინდება მაშინ, როცა მათ სხვა ცხოველები ჭამენ. შხამიანი შეიძლება იყოს ზოგიერთი ხოჭოს ან რგოლოვანი ჭიის სასქესო ჯირკვლები, ზოგიერთი თევზის (წვერა და სხვ.) ქვირითი ან სისხლის შრატი (მაგ. გველთევზას, მურენის, სკაროსის). შხამიან ცხოველებს განეკუთვნება აგრეთვე მრავალი შინაგანი პარაზიტი, კერძოდ, ანკილოსტომისებრნი, რომლებიც გამოყოფენ ერითროციტების დამშლელ ტოქსიკურ ნივთიერებებს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება