გველთევზასნაირნი

(გადამისამართდა გვერდიდან გველთევზა)

გველთევზასნაირნი (ლათ. Anguilliformes) — ძვლიანი თევზების რიგი. სხეული გველისებრ აქვთ წაგრძელებული; სიგრძე 3 მ აღწევს, წონა — 65 კგ. ცნობილია მათი 25 ოჯახი — მდინარის გველთევზასებრნი (Anguillidae), ზღვის გველთევზასებრნი (Condridae ), მურენისებრნი (Muraenidae) და სხვა. გველთევზასნაირთა უმრავლესობა ზღვებში ცხოვრობს, მდინარის გველთევზასებრნი სიცოცხლის ნაწილს მტკნარ წყლებში ატარებენ. იშვიათად გვხვდებიან შავი ზღვის საქართველოს სანაპიროებთან. უმრავლესობა მტაცებელია, ზოგი — პარაზიტი (ეკვრიან დიდი ზომის თევზებს და შინაგან ორგანოებს გამოაჭამენ).

გველთევზასნაირნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Anguilliformes

ლიტერატურა რედაქტირება