ანკილოსტომისებრნი
ანკილოსტომისებრნი (Ancylostomatidae) — მრგვალი ჭიების ოჯახი. ძუძუმწოვრების (უმთავრესად მტაცებლების), იშვიათად ადამიანის ნაწლავთა პარაზიტები. იკვებებიან მასპინძლის სისხლით. გავრცელებული არიან ზველა მატერიკზე, უმთავრესად ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონაში. საქართველოში რეგისტრირებულია 7 სახეობა. ადამიანში პარაზიტობს ანკილოსტომისებრთა ორი სახეობა: ანკილოსტომა (8-13 მმ სიგრძისა) და ნეკატორი (6-12 მმ). მასპინძლის ორგანიზმიდან ჭიის კვერცხები განავალთან ერთად გარემოში (ნიადაგში) ხვდება. გამოჩეკილი ლარვა ადამიანის ან ცხოველის კანის საფარველთან შეხებისას კანში იჭრება, გადადის სისხლში და ფილტვების გზით - პირის ღრუში ანდა საკვებთან ერთად პირის ღრუში ხვდება, ხოლო აქედან ნაწლავში გადადის. ადამიანის ორგანიზმში პარაზიტი 4-8 წელის ცოცხლობს. ანკილოსტომა იწვევს დაავადება ანკილოსტომოზმს, ხოლო ნეკატორი - ნეკატოროზს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქსე, ტ. 1, გვ. 469, თბ., 1975