შუა სურები
შუა სურები — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფელი შუა სურები). მდებარეობს მდინარე სუფსის ხეობაში, ზღვის დონიდან 440 მ., ჩოხატაურიდან 18 კმ, საჯავახოდან (რკინიგზის უახლოესი სადგური) 38 კმ. სოფელში იდგა წმინდა გიორგის სახელობის ლომისკარელის ეკლესია. სოფელში არის საჯარო სკოლა. 1920 წელს გამოეყო სურების თემს და ჩამოყალიბდა ცალკე თემად.[2]
სოფელი | |
---|---|
შუა სურები | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
თემი | შუა სურები |
კოორდინატები | 41°58′18″ ჩ. გ. 42°24′24″ ა. გ. / 41.97167° ჩ. გ. 42.40667° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 440 მ |
მოსახლეობა | 178[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 98,9 %, სომხები 1,1 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 178 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[3] | 478 | ||
1911[4] | 914 | ||
2002[5] | 234 | 118 | 116 |
2014[1] | 178 | 93 | 85 |
ეკლესია
რედაქტირებაშუა სურებში იდგა წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც ლომისკარელად იწოდებოდა. ტაძარი ერისთავ-შარვაშიძეების კუთვნილებას წარმოადგენდა. დავით შარვაშიძემ და მისმა ძმამ, ზაალმა წმინდა გიორგი ლომისკარელის სამწყსო უბოძა ტრაპაიძეებს. ანიზდარ ტრაპაიძეს განუახლებია ლომისკარელის ჯვარი. ტაძარში დაცული იყო ადგილობრივთა წარმოდგენით სასწაულმოქმედი ლომისკარელის ხატი. თუ ვინმე რაიმეს დაკარგავდა, ან მოჰპარავდნენ, დამნაშავეს ამ ხატზე გადასცემდა. შემდგომ ლომისკარელის ხატი სოფელ ბუკისციხეში იყო დასვენებული, საიდანაც ის გაიტაცეს 1905 წლის რევოლუციის დროს.
გალერეა
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 52.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ გურიის ერობის მოამბე N2 — გვ. 6—7 იანვარი 1920
- ↑ Кавказскій календарь на 1914 годъ, Тифлись, 1913, стр. 197.
- ↑ Кавказский календарь на 1912 год
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II