შრი-ლანკის ტურიზმი

შრი-ლანკის ტურიზმი მზარდი ინდუსტრიაა. საუკუნეების განმავლობაში შრი-ლანკა უცხოელი მოგზაურებისთვის პოპულარულ ადგილს წარმოადგენდა. ჩინელი მოგზაური, ფასიანი შრი-ლანკას IV საუკუნეში ეწვია, ხოლო XII საუკუნეში ვენეციელი ვაჭარი, მოგზაური და მწერალი მარკო პოლო შრი-ლანკას „თავისი ზომით მსოფლიოს საუკეთესო კუნძულად“ მოიხსენიებს.

ოჩოფეხებით თევზაობა შრი-ლანკაში თევზაობის ერთ-ერთი ტრადიციული მეთოდია. მსგავსი მეთოდი მსოფლიოს არცერთ კუთხეში გვხვდება.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017 წლის მოხსენების მიხედვით, მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსით (3.8 ქულა) შრი-ლანკა მსოფლიოს 136 ქვეყანას შორის 64-ე ადგილზე იმყოფება. 2015 წელთან შედარებით შრი-ლანკამ სიაში ადგილით დაბლა ჩაინაცვლა.[1] 2017 წელს შრი-ლანკას 1 798380 საერთაშორისო ტურისტი ეწვია, ხოლო საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2 980 700 000$-ს გაუტოლდა, რაც საშუალოდ ყოველი ტურისტის მიერ დახარჯულ 1657.4$-ს უდრის. მოგზაურობისა და ტურიზმის სექტორში 344 852 სამუშაო ადგილია შექმნილი, რაც მთლიანი სამუშაო ადგილების 4.2%-ს შეადგენს. საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მთლიანი შიდა პროდუქტის 4.6%-ია.[2] შრი-ლანკას საუკეთესო მაჩვენებლები ფასების კონკურენტუნარიანობის (მე-20 ადგილი) და მოგზაურობისა და ტურიზმის პრიორიტიზაციის (26-ე ადგილი) სვეტებში აქვს, ხოლო ყველაზე ცუდი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით უზრუველყოფისა (მე-100 ადგილი) და ტურისტული მომსახურების ინფრასტრუქტურის (94-ე ადგილი).[3]

 
შრი-ლანკის დედაქალაქი კოლომბო, 2015 წელს მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული ქალაქი.[4]

ტურიზმის განვითარების პირველი ინიციატივა 1937 წლით თარიღდება როდესაც შრი-ლანკის მთავრობის გადაწყვეტილებით ცეილონის ტურისტული ბიურო დაარსდა.[5] 1939 წლის სექტემბერში მეორე მსოფლიო ომის გამო ბიურო დაიხურა. შრი-ლანკის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ტურიზმის ხელშეწყობისთვის ხეილონის ტურისტული საბჭო დაარსდა, რომელმაც ტურისტული ბიუროს ფუნქციები იკისრა. ტურიზმის სექტორს უფრო მეტი ფორმალური ხასიათი 1996 წლის მეათე აქტის ამოქმედების შემდეგ მიენიჭა.[6] შედეგად კანონმდებლობის შესაბამისად ცეილონის ტურისტული საბჭო დაარსდა, რის შემდეგაც საბჭო ფუნქციონირებს როგორც სახელმწიფო სააგენტო, რომელიც შრი-ლანკის ტურიზმის განვითარებასა და ხელშეწყობაზეა პასუხისმგებელი.

2007 წლის ოქტომბერში 2005 წლის ტურიზმის 38-ე აქტის მეორე სექციის შესაბამისად შრი-ლანკის ტურიზმის საბჭო (1996 წლის მეათე აქტი) შრი-ლანკის ტურიზმის განვითარების სამსახურმა შეცვალა.[7]

შრი-ლანკის ტურიზმის განვითარების სამსახურმა შრი-ლანკა ტურიზმის განვითარების შესაფერისად რამდენიმე საკურორტო რეგიონად დაყო:[8]

  • კოლომბოსა და დიდი კოლომბოს საკურორტო რეგიონი: კოლომბოსა და დიდი კოლომბოს საკურორტო რეგიონი სახმრეთიდან,მაუნტ-ლავინიადან ჩრდილოეთით ნეგომბომდე ვრცელდება. ზონის მთავარი ქალაქი კოლომბოა, რომელიც ქვეყანაში ბიზნეს აქტივობების, კონფერენციებისა და სპორტული ღონისძიებების ცენტრს წარმოადგენს.
  • სამხრეთ სანაპიროს საკურორტო რეგიონი: სამხრეთ სანაპიროს ზონა ვადუვადან ტისამაჰარამამდე ტერიტორიებს მოიცავს. ზონა თავის მხრივ ორ მთავარ რეგიონად იყოფა. პირველი რეგონი ვადუვადან გალემდე ვრცელდება. მეორე რეგიონი გალედან ტისამაჰარამამდე ვრცელდება.
  • აღმოსავლეთ სანაპიროს საკურორტო რეგიონი:აღმოსავლეთ სანაპიროს საკურორტო რეგიონი ჩრდილოეთიდან კუჩჩაველიდან სამხრეთით პოტუვილამდეა გადაჭიმული.
  • დასავლეთ სანაპიროს საკურორტო რეგიონი: დასავლეთ სანაპიროს საკურორტო რეგიონი მოიცავს კალპიტიას, მარავილასა და წაიკალას ტერიტორიებს.
  • სამთო საკურორტო რეგიონი: რეგიონი მოიცავს ნუვარა-ელიას, ბანდარაველასა და მასკელიას ტერიტორიებს.
  • 'ანტიკური ქალაქების საკურორტო რეგიონი: შრი-ლანკაში მსფოლიო კულტურული მემკვიდრეობის ხუთი ძეგლი მდებარეობს: ანურადჰაპურა, დამბულა, კანდი, პოლონარუვა და სიგირიია. რეგიონი ასევე მოიცავს ჰაბარანას, გირიტალეს, მატალესა და ვიქტორიას.
  • სხვა საკურორტო რეგიონები: ეს რეგიონი მოიცავს: იალას ეროვნული პარკის, უდავალავას, ვასგამუვას ეროვნულ პარკის, პინავალასა და რატნაპურას სივრცეებს.

ტურიზმის სტატისტიკა

რედაქტირება

მას შემდეგ, რაც შრი-ლანკის ხელისუფლებამ ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა გადაწყვიტა, როგორც ეკონომიკის ცალკე სექტორის და ცეილონის ტურიზმის ბიურო დააარსა, 1966 წლისთვის ქვეყანას მხოლოდ 18 969 უცხოელი ტურისტი ეწვია. მას შემდეგ 1982 წლამდე ტურისტული ნაკადები ყოველწლიურად მატულობდა, გარდა 1971 წლისა. 1976-1982 წლებში ჩამომსვლელ ტურისტთა რაოდენობა ყოველწლიურად 24%-ით იზრდებოდა. 1982 წელს შრი-ლანკაში 407 230 ტურისტით მეტი ჩავიდა.[9] თუმცა შრი-ლანკის სამოქალაქო ომის დაწყების გამო 1983 წლიდან 2009 წლამდე ყოველწლიურად ჩამოსულ ტურისტთა რაოდენობა საშუალოდ 300 000-500 000-ის ფარგლებში მეწყეობდა.

შრი-ლანკის სამოქალაქო ომი 25 წელს გაგრძელდა და 2009 წელს, ხელისუფლების მიერ ტამილის ვეფხვების დამარცხებით დასრულდა. 2009 წელს შრი-ლანკას 448 000 საერთაშორისო ტურისტი ეწვია, ხოლო 2015 წელს საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობა, 1 798 380-ს გაუტოლდა, რაც ექვს წელიწადში 300%-იან ზრდას უტოლდება. [10]

მოკლე ვადით შრი-ლანკის ვიზიტორთა სტატისტიკა:[11][12]
ადგილი ქვეყანა 2016 ოქტ. 2018
1   ინდოეთი 356,729 384,628
2   ჩინეთი[13] 271,577 268,952
3   გაერთიანებული სამეფო 201,879 188,159
4   გერმანია 130,227 133,275
5   საფრანგეთი 96,440 90,149
6   ავსტრალია 74,496 85,668
7   აშშ 54,254 60,661
8   მალდივი 95,167 56,636
9   ნიდერლანდები 41,373 49,517
10   რუსეთი 58,176 45,149
ჯამი 2,050,832 1,855,045

ადგილობრივი ტურიზმი

რედაქტირება
 
სამადჰის ქანდაკება პოლონარუვაში

შრი-ლანკაში ადგილობრივი ტურიზმი მნიშვნელოვანი სეგმენტია. 2014 წელს ქვეყნის შიგნით ექვსმა მილიონმა შრი-ლანკელმა იმოგზაურა.[14] ადგილობრივ ტურისტთა მოგზაურობის მიზნებს შორის მომლოცველობითი, საოჯახო დასვენების, საგანმანათლებლო და ღირსშესანიშნაობათა მონახულების სახეობები სჭარბობს. ადგილობრივი ტურიზმის მთავარ ტურისტულ დანიშნულების ადგილებს შორის აღსანიშნავია: ანურადჰაპურა, კატარაგამა, ნუვარა ელია, კანდი, შრი-პადა, პოლონარუვა, სიგირიია და დამბულა. ადგილობრივი ტურისტები ძირითადად სასკოლო არდადეგებების, შვებულების დროს და შაბათ-კვირას მოგზაურობენ.

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

შრი-ლანკის ტურისტული ღირსშესანიშნაობები იყოფა ანთროპოგენურ და ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებად. შრი-ლანკის ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები მოიცავს ბუნებრივ ძეგლებს, ფლორასა და ფაუნას და სასიამოვნო კლიმატით გამორჩეულ ადგილებს. ამავე კატეგორიას მიეკუთვნება გეოტურიზმის ძეგლებიც. ანთროპოგენური ღირსშესანიშნაობები მოიცავს შრი-ლანკის არქეოლოგიურ და კულტურულ ღირსშესანიშნაობებს, ისტორიულ და რელიგიურ ძეგლებსა და ხელოვნებისა და ფოლკლორის ნიმუშებს.

ველური გარემო

რედაქტირება

მიუხედავად მცირე ფართობისა შრი-ლანკა ბიომრავალფეროვნებითა და ველური ბუნების რესურსებით გამოირჩევა და მსოფლიოს 34 ბიომრავალფეროვან ცხელ წერტილს შორისაა დასახელებული.[15] ფლორისა და ფაუნის მრავალი სახეობა ენდემურია, რის გამოც შრი-ლანკა მსოფლიოში ბიოლოგიური ენდემიზმის უმაღლესი სიხშირით გამოირჩევა.

შრი-ლანკის ტერიტორიის 13% ველური გარემოს დაცულ ტერიტორიად გამოცხადდა, რომელიც საერთო ჯამში 8500კმ²-ს აჭარბებს.[16] ტერიტორიის 7% ეროვნულ პარკებს უკავია, რომლებიც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია და ველური ბუნების შესწავლის შესაძლებლლობას იძლევა.

ინტერნეტ რესურსები

რედაქტირება
  1. The Travel & Tourism Competitiveness Report 2017. გვ. 308.
  2. The Travel & Tourism Competitiveness Report 2017. გვ.308.
  3. The Travel & Tourism Competitiveness Report 2017. გვ.309.
  4. 10 most popular cities for travelers in 2015. CNN. ციტირების თარიღი: 6 November 2016.
  5. Overview. Sri Lanka Tourism Development Authority. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ნოემბერი 2016. ციტირების თარიღი: 9 November 2016.
  6. History at SLTDA. Sri Lanka Tourism Development Authority. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ნოემბერი 2016. ციტირების თარიღი: 5 November 2016.
  7. Sri Lanka Tourism Development Authority. Sri Lanka Tourism Development Authority. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ოქტომბერი 2016. ციტირების თარიღი: 5 November 2016.
  8. Key Development Projects. Sri Lanka Tourism Development Authority. ციტირების თარიღი: 6 November 2016.
  9. Overview of Tourism Industry In Sri Lanka. Sri Lanka Tourism Development Authority. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ნოემბერი 2016. ციტირების თარიღი: 9 November 2016.
  10. „Post-civil war, Sri Lanka’s tourism industry having one great run“. The Hindu. 30 April 2016. ციტირების თარიღი: 9 November 2016.
  11. TOURIST ARRIVALS BY COUNTRY OF RESIDENCE 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-12. ციტირების თარიღი: 2018-11-30.
  12. Tourist Arrivals by Region - December 2016 & December October 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-23. ციტირების თარიღი: 2018-11-30.
  13. Including Hong Kong and Macau.
  14. „Six million tourists travel within Sri Lanka“. The Sunday Times. 14 December 2014. ციტირების თარიღი: 9 November 2016.
  15. Wildlife tourism in Sri Lanka. www.ft.lk (12 September 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 November 2016. ციტირების თარიღი: 12 November 2016.
  16. Overview. Department of Wildlife Conservation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 October 2016. ციტირების თარიღი: 12 November 2016.