შრი-ლანკის სამოქალაქო ომი

შრი-ლანკის სამოქალაქო ომი — შეიარაღებული კონფლიქტი შრი-ლანკის ცენტრალურ მთავრობასა და ტერიტორიულ დაჯგუფება „თამილის ვეფხვებს“ შორის. სამხედრო მოქმედებები გარკვეული შესვენებებით 1983 წლიდან მიმდინარეობდა და დაახლოებით 80 ათასი ადამიანი იმსხვერპლა. დიდი ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობის მიღების (1948) შემდეგ შრი-ლანკის პოლიტიკურ ცხოვრებაში წამყვანი ადგილი ეთნიკურმა სინგალელებმა დაიკავეს და დაიწყო ტამილების უმცირესობის დისკრიმინაცია. ამ ორ ეთნიკურ ჯგუფს შორის დაპირისპირება საბოლოოდ 1977 წელს სისხლისღვრაში გადაიზარდა. 1976 წლიდან არსებობს ტამილების სამხედრო ორგანიზაცია „თამილ ილამის განთავისუფლების ვეფხვები“, რომელიც თამილის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისთვის იბრძვის. 1983 წლის ივლისში თამილის მებრძოლებმა ქ. ჯაფნაში სახელმწიფო პატრულზე იერიში მიტანეს, რამაც საპასუხო რეაქცია გამოიწვია ტამილების ხოცვა-ჟლეტის სახით.

2009 წლის 18 მაისს თამილის ვეფხვების ლიდერი ველუპილაი პრაბჰაკარანი მოკლეს საავადმყოფოდან გაქცევისას. თამილის ვეფხვები დათანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტას და ჩაბარდნენ ხელისუფლებას რითაც ამ ქვეყნის 25-წლიანი სამოქალაქო ომი დასრულდა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება