მაჰინდა რაჯაპაკსა
მაჰინდა რაჯაპაკსა (ინგლ. Percy Mahendra 'Mahinda' Rajapaksa, დ. 18 ნოემბერი 1945, ვირაკეტია, შრი-ლანკა) — შრი-ლანკის პრეზიდენტი 2005-2015 წლებში, პრემიერ-მინისტრი 2004-2005 წლებში და 2019 წლიდან. თავისუფლების პარტიის ერთ-ერთი ლიდერი (პარტია შედის სახალხო ალიანსში).
მაჰინდა რაჯაპაკსა | ||
![]() | ||
შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრი | ||
---|---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | ||
დაიკავა | 21 ნოემბერი, 2019 | |
პრეზიდენტი | გოტაბაია რაჯაპაკსა | |
წინამორბედი | რანილ ვიკრამასინგჰე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
19 ნოემბერი 2005 – 9 იანვარი, 2015 | ||
პრემიერ-მინისტრი | რატნასირი ვიკრემანაიაკე | |
წინამორბედი | ჩანდრიკა კუმარატუნგა | |
მემკვიდრე | მაითრიპალა სირისენა | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
6 აპრილი 2004 – 19 ნოემბერი 2005 | ||
პრეზიდენტი | ჩანდრიკა კუმარატუნგა | |
წინამორბედი | რანილ ვიკრემასინგჰე | |
მემკვიდრე | რატნასირი ვიკრემანაიაკე | |
დაბადებული | 18 ნოემბერი 1945 ვირაკეტია შრი-ლანკა | |
რელიგია | ბუდიზმი |
ბიოგრაფიარედაქტირება
დაიბადა შრი-ლანკის სამხრეთ პროვინციაში. იურისტის ოჯახში, მამამისი იყო პარლამენტის წევრი 1947-1960 წლებში. იურისტის განათლება მიიღო გერმანიის ქალაქ ჰალეს კოლეჯში და შემდეგ კოლომბოს უნივერსიტეტში. 1970 წელს გახდა შრი-ლანკის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატი. არის მემარცხენე-ცენტრისტი. 1994-2001 წლებში მუშაობდა მთავრობაში. ჯერ ეკავა შრომის მინისტრის თანამდებობა, შემდეგ კი მეთევზეობისა. 2001-2004 წლებში იყო საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერი.
2004 წლის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში სახალხო ალიანსის გამარჯვების შემდეგ დაიკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. პრეზიდენტად აირჩიეს 2005 წელს, მას შემდეგ, რაც შრი-ლანკის უზენაესმა სასამართლომ მოქმედი პრეზიდენტის ჩანდრიკა კუმარატუნგას საპრეზიდენტო ვადა დასრულებულად გამოაცხადა 2005 წელს. 2015 წელს არჩევნებში დამარცხდა მაითრიპალა სირისენასთან.